"უდედ­მა­მო და პა­ტა­რა შიმ­ში­ლის­გან და უჰა­ე­რო­ბის­გან მიხ­სნეს... ბე­ბი­ას შიში ჰქონ­და, რომ მა­მას ჩემი თავი არ წა­ერ­თმია"
"უდედ­მა­მო და პა­ტა­რა შიმ­ში­ლის­გან და უჰა­ე­რო­ბის­გან მიხ­სნეს... ბე­ბი­ას შიში ჰქონ­და, რომ მა­მას ჩემი თავი არ წა­ერ­თმია"
"დღეს ჩემ­თან სტუმ­რად იყ­ვნენ ჩე­მე­ბი, რო­მელ­თა ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­მა უდედ­მა­მო და პა­ტა­რა შიმ­ში­ლის­გან და უჰა­ე­რო­ბის­გან მიხ­სნეს... ყო­ველ­თვის მყავ­და გვერ­დით ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რას და ობოლს ზღვის და ჰა­ე­რის მა­გი­ურ ძა­ლას მი­ზი­ა­რებ­დნენ და ზა­ფხუ­ლო­ბით ბა­თუ­მის ორო­თა­ხი­ან, მო­ცუცქნულ ბი­ნა­ში თა­ვის სა­ძი­ნე­ბელს, სი­კე­თით გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლე­ბი მით­მობ­დნენ... ჰოდა, მინ­და, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ეს სი­კე­თე და ამ სი­კე­თის კე­თე­ბით ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი დაბ­რუნ­დნენ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის", - ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტის, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის "ფე­ის­ბუქპოს­ტია", რო­მე­ლიც ამ ცოტა ხნის წინ, პი­რად გვერ­დზე
გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას ვთხო­ვეთ მო­ე­თხრო თა­ვი­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რა­ზეც დაგ­ვთან­ხმა, რის­თვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დით და მას სრუ­ლი­ად სხვა რა­კურ­სით წარ­მო­გიდ­გენთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი პოს­ტი გქონ­დათ. ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი იმის შე­სა­ხებ, თუ ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლე­ბის სით­ბო გაკ­ლდათ...
- დიახ, უდედ­მა­მოდ გა­ვი­ზარ­დე. ერთი წლის ვი­ყა­ვი, ჩემი მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს რომ
და­შორ­დნენ. დედა 5 წლი­სას სარ­კო­მით გარ­და­მეც­ვა­ლა. დავ­რჩი ბე­ბი­ე­ბის და დე­ი­დე­ბის ამა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მას სხვა ოჯა­ხი არ ჰყო­ლია, არას­დროს მი­ნა­ხავს, 2016 წელს მისი საფ­ლა­ვი პირ­ვე­ლად ვნა­ხე...

- სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია... მას არ ჰქო­ნია სურ­ვი­ლი, რომ ენა­ხეთ?
- ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან კი­დევ ერთი გაკ­ვე­თი­ლია, რო­მე­ლიც მინ­და, ბევრ ადა­მი­ანს გა­ვუ­ზი­ა­რო. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, შვილს მამა წა­არ­თვას და მა­მას - შვი­ლი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჩად­გო­მის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს. არა­ვინ, არას­დროს უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი სის­ხლი და ხორ­ცი თა­ვი­სი გუ­ლის­ტკე­ნის მო­სა­შუ­შებ­ლად და ია­რა­ღად იმ ადა­მი­ან­თან ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც ერთ დროს მათი ოჯა­ხის წევ­რი იყო, იმი­ტომ, რომ იმა­ზე უზე­ნა­ე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის არ­სე­ბობს, იქ ჩად­გო­მის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს!..

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან დიდი ხნის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ მა­მას ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი ჰქონდა, მაგ­რამ რად­გა­ნაც დედა და­შორ­და, ამის გამო, ბე­ბი­ას შიში ჰქონ­და, რომ მის­თვის მა­მას ჩემი თავი არ წა­ერ­თმია. ამი­ტომ, ჩე­მე­ბი მის მცდე­ლო­ბებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­მა­ჩე­მი მარ­თა­ლი იყო.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში ძალა, როცა მშო­ბელს შვი­ლის ნახ­ვა, მის გვერ­დით ყოფ­ნა უნდა და ამა­ში რა­ი­მე შე­ა­კა­ვებს. მის ქმე­დე­ბას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. ეს მის­თვის დღემ­დე ვერ მი­პა­ტი­ე­ბია. თუმ­ცა იმ ფაქ­ტორ­მა, რომ ჩემ­გან შორს იყო და არ ვუ­ნა­ხი­ვარ, ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა.

ისე მოხ­და, რომ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 24 წლის ასაკ­ში უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში ვმუ­შა­ობ­დი. მხო­ლოდ მე და სულ­ხან მო­ლაშ­ვილს გვქონ­და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა და როცა ტე­ლე­ვი­ზი­ით მი­წევ­და გა­მოს­ვლა, ძა­ლი­ან დიდ­ხანს, თავ­ში სა­დღაც მიტ­რი­ა­ლებ­და, რომ ჩემს გა­მოს­ვლას მამა უყუ­რებს, რომ და­მი­ნა­ხავ­და, გა­მოჩ­ნდე­ბო­და... თუმ­ცა ერ­თგვა­რი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­მენ­ტიც იყო, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დამ­ტო­ვე, ფეხ­ზე დად­გო­მა მა­ინც შევ­ძე­ლი და ახლა ასე გე­სა­უბ­რე­ბი - მეთ­ქი! - ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე მერე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე.

- ე.ი. ისე გა­ი­ზარ­დეთ, რომ მისი ფო­ტოც არ გი­ნა­ხავთ?
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები