"მე და ჩემი დედამთილი არ ვერევით ერთმანეთის ცხოვრებაში - არაფერს აკეთებს ისეთს, რომ გავღიზიანდე"
"მე და ჩემი დედამთილი არ ვერევით ერთმანეთის ცხოვრებაში - არაფერს აკეთებს ისეთს, რომ გავღიზიანდე"
2015 წელს საქართველოში ცნობილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მოულოდნელად გათხოვდა. მისი რჩეული მედიცინის მუშაკი ამერიკელი ბენჯი ჩაიმი გახდა. სამ წელიწადში წყვილს პირველი შვილი ოლივერი შეეძინა. დაოჯახების მიუხედავად ნუკის სამშობლოსთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და დიდ დროს საქართველოში ატარებდა.
ასე მოხდა ერთი წლის წინაც, როდესაც შვილთან ერთად სტუმრად ჩამოვიდა და პანდემიის გამო დიდი ხნით ჩაიკეტა. თვეების მანძილზე ნუკის მეუღლე არ უნახავს, ბენი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში და ერთ კვირაში ოჯახი ამერიკაში ბრუნდება...
ნუკი MSHOBLEBI.GE-ს გულახდილად ესაუბრა დედობის ტვირთზე და იმ პერიოდზე, როდესაც
შვილის გაზრდა სრულიად მარტოს მოუწია.

- ნუკი, რა ასაკში გახდი დედა და ახლანდელი გადმოსახედიდან რამდენად მზად იყავი ამისთვის?
- პირველი ადამიანი ხარ, ვინც ამას მეკითხება, ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ... 28 წლის ვიყავი, ყველაფერი მოთავებული მქონდა, სწავლა,
გართობა, მქონდა დრო, რომელსაც შვილს დავუთმობდი. იცით, მაინც რთული სათქმელია, როდის არის კარგი დრო დედობისთვის, ზოგი 16 წლის ასაკშიც მზად არის და მშვენივრად ართმევს თავს. 28 წლამდე მზად არ ვიყავი, უფრო სხვა რაღაცები მაინტერესებდა.


- ბავშვის სქესს თუ ჰქონდა შენთვის მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა პირველი შვილი?
- ძალიან მინდოდა გოგონა, მაგრამ ორსულობისას ზუსტად ვიცოდი, რომ ბიჭი გამიჩნდებოდა. იცით, რატომ მინდოდა გოგო, ამბობენ, რომ ისინი უფრო დედის არიანო. ვფიქრობდი, გამოვპრანჭავდი, რაღაც სულელური აზრები მქონდა.
თან მეორე მომენტიც არის, გარშემო ყველა გოგონები მყავდა - ნათლულები და მეგობრების შვილებიც კი. წარმოუდგენელი იყო, ბიჭთან როგორ უნდა მეთამაშა, გამერთო. თუმცა იმასაც ბევრი ამბობდა გარშემო, ნუკი შენ არ იცი, ბიჭები როგორი თბილები არიანო და ახლა უკვე ბოლომდე ვეთანხმები, რადგან ვხედავ, რა სითბოა ჩემი შვილი. სასწაული ყოფილა ბიჭი. ახლა მინდა გოგონა, რადგან ბიჭი უკვე მყავს (იღიმის).


- პოსტსამშობიარო დეპრესია ხომ არ გქონია?
- არა, მაგრამ ბევრი ქალი ვიცი ირგვლივ, ვისაც ჰქონია და ეს რეალურია. ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ და თვლიან, ამ დროს დეპრესია ფუფუნების საგანია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დეპრესიის დროს სპეციალისტთან მისვლა, ასევე ოჯახის წევრების თანადგომა. მე ამერიკაში ვიმშობიარე და ოლივერის დაბადებიდან ერთი თვე პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე რომ დავდიოდი, გინეკოლოგი ბევრ კითხვას მისვამდა იმის შესახებ, თუ რას ვგრძნობდი, ამოწმებდა, ხომ არ მქონდა დეპრესია. გააგრძელეთ კითხვა



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები