ნინი ქარსელაძე გათხოვდა - რას წერს მომღერლის დედა?
ნინი ქარსელაძე გათხოვდა - რას წერს  მომღერლის დედა?
მომღერალი ნინი ქარსელაძე გათხოვდა.  მისი რჩეული 8 წლით უფროსი, 38 წლის თაზო ჯახუტაშვილია.  შვილის გაბედნიერების შესახებ ინფორმაცია ხათუნა ჟორდანიამ დაადასტურა.

"რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!!
"ჩემი შვილი გათხოვდა. უკვე დიდი ხანია. რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა  და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია.
ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ, ნინი და
თაზო" - წერს ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში.

ნინის მიერ გაზიარებული "ინსტაგრამსთორებიდან" ირკვევა, რომ მის შეყვარებულს, თაზო ჯახუტაშვილს დაბადების დღე ჰქონდა და 38 წლის გახდა. თაზო ნინიზე 8 წლით უფროსია.

ინფორმაციისთვის, თაზო ჯახუტაშვილი ერთ-ერთი მილიონერია იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც "პანამის დოკუმენტებში“ წერია. დოკუმენტის მიხედვით, ჯახუტაშვილი
ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI-ის წილის მფლობელია.

მაია
19 იანვარი 2021 20:02
იყვნენ ბედნიერები! უფალმა გაამრავლოს მათი გენი!
!!!
19 იანვარი 2021 19:32
ჯახუტაშვილი რა გვარია, პირველად მესმის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები