ლანჩხუთში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ლანჩხუთში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა

ლანჩხუთში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"