"დავ­დგით სკა­მე­ბი, რო­მელ­შიც მცე­ნა­რე­ე­ბის ქოთ­ნე­ბია ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი" - რას წერს იდეის ავტორი, სკანდალური ფოტოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?
"დავ­დგით სკა­მე­ბი, რო­მელ­შიც მცე­ნა­რე­ე­ბის ქოთ­ნე­ბია ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი" - რას წერს იდეის ავტორი, სკანდალური ფოტოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფო­ტო­, სადაც ჩანს, რომ  გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სკა­მე­ბი, რო­მელ­თაც შუ­ა­ში რკი­ნის ყუ­თე­ბი აქვთ და­მაგ­რე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნით არის ამოვ­სე­ბუ­ლი, სკანდალური არმოჩნდა. "მთა­ვა­რმა არ­ხმა" გაავრცელა აინფორმაცია, რომ თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მე­რი­ამ ნაგ­ვის ურ­ნე­ბი სკა­მებ­ში ჩა­ა­მონ­ტა­ჟა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, საქ­მე გვაქვს მო­რიგ "ფეიკ ნი­უს­თან". სკან­დალს გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს და სკა­მე­ბიც მათ და­ა­მონ­ტა­ჟეს ტრო­ტუ­არ­ზე. ლადო პი­ტა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სკა­მებ­ზე
და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ურ­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად, საყ­ვა­ვი­ლე­ე­ბია და სა­ნამ რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყვა­ვი­ლე­ბის ჩარ­გვას მო­ას­წრებ­დნენ, გამ­ვლე­ლებ­მა ისი­ნი ნარ­ჩე­ნე­ბით ამო­ავ­სეს.

"მე­გობ­რე­ბო, აი, ასე­თი ამ­ბა­ვია: ერთი კვი­რა იქ­ნე­ბა გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის წინ ტრო­ტუ­ა­რი მო­ვა­წეს­რი­გეთ, გა­ვა­ლა­მა­ზეთ და დავ­დგით სკა­მე­ბი, რო­მელ­შიც მცე­ნა­რე­ე­ბის ქოთ­ნე­ბია ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გო­გე­ბაშ­ვილ­ზე რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მაა ტრო­ტუ­არ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი და ვი­ფიქ­რეთ ამით ჩვენც პა­ტა­რა
წვლილს შე­ვი­ტან­დით იქა­უ­რო­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა­ში.

დღეს გა­ვიღ­ვი­ძე და ჰოი სა­ოც­რე­ბავ, მთელს ფე­ის­ბუქ­სივ­რცე­ში ჩვე­ნი სკა­მე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­გორც მე­რი­ის ნა­მოქ­მე­და­რი, ხოლო ქოთ­ნე­ბი ნაგ­ვის ურ­ნე­ბა­დაა გა­სა­ღე­ბუ­ლი. საქ­მე იმა­შია, რომ ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რის ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დი­ის გამო, ქოთ­ნებ­ში მცე­ნა­რე­ე­ბის ჩარ­გვა ვერ მო­ვას­წა­რით და ამ დღე­ებ­ში ვა­პი­რებ­დით მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, მაგ­რამ თბი­ლის­ში ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სის­ხარ­ტით ამო­ვავ­სებთ ხოლ­მე ყვე­ლა ღრი­ჭოს, ორ­მო­სა თუ ჩაღ­რმა­ვე­ბას და სა­ნამ მცე­ნა­რე­ე­ბი დავრგეთ, ჩვე­ნი ქოთ­ნე­ბიც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნაგ­ვით დაგ­ვხვდა სავ­სე.

ეს ხომ თა­ვის­თა­ვად მშვე­ნი­ე­რი, მაგ­რამ აი მთე­ლი დღეა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს ფო­ტო­ებს და გა­ნი­ხი­ლავს რაში დას­ჭირ­და მე­რი­ას სკა­მებ­ში ურ­ნე­ბის ჩა­მონ­ტა­ჟე­ბა... რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ა­კე­თო არც ვიცი... მაგ­რამ კი­დევ ერთხელ მათ­თვის ვი­საც და­ნა­ხუ­ლის და წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მა აქვს: მე­რია არა­ფერ შუ­ა­შია! ეს ქოთ­ნე­ბია და არა ურ­ნე­ბი! ყველ­გან, სა­დაც ჩაღ­რმა­ვე­ბულ ად­გილს და­ი­ნა­ხავთ ნა­გა­ვი არ უნდა ჩა­ყა­როთ!!! მოკ­ლედ, ამ ამ­ბავს ახ­ლა­ვე მივ­ხე­დავთ რა თქმა უნდა და რო­გორც კი ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­იხ­სნე­ბა, ჩვენს ახალ, ლა­მაზ და გამ­წვა­ნე­ბულ რეს­ტო­რან­ში შევ­ხვდე­ბით გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე...“ - წერს პი­ტა­ვა.


ზურიე
19 იანვარი 2021 23:26
რატო გეიხადეთ საკვანტოდ საქმე ასე უნიათოები რაფერ ხართ ბიჯოოოო
ხათუნა
19 იანვარი 2021 21:57
მართლა მადლობას იმსახურებს იდეის ავტორი, რომელიც მარტო რესტორნის კეთილმოწყობაზე არ ფიქრობს და მიმდებარე ტერიტორიის გალამაზებაზეც ზრუნავს , კარგი იქნება ყველამ მივბაძოთ და ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი ❤❤❤
Levan
19 იანვარი 2021 21:18
Კარგი იდეაა,მე ეგრევე მასე ვიფიქრე,სხვაგანაც მინახია.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.ნუ მიაქცევთ ყურადღებას კლავიატურის შურიან,ჩასაფრებულ მონებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები