გარდაიცვალა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური
გარდაიცვალა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური
67 წლის ასაკ­ში ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი გარ­და­იც­ვა­ლა.
ოთხმე­ზუ­რი 1954 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. 1976 წელს და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. იყო ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი. მისი კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და წყა­როთმცოდ­ნე­ო­ბა, ქარ­თუ­ლი ეპიგ­რა­ფი­კა და პა­ლე­ოგ­რა­ფია.
ის­ტო­რი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, სამ­ძიმ­რის მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი:

"გარ­და­იც­ვა­ლა ის­ტო­რი­კო­სი, თსუ პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი. ბა­ტონ გი­ორ­გის მრა­ვა­ლი წელი აკავ­ში­რებ­და უნი­ვერ­სი­ტეტ­თან,
ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის უამ­რავ­მა თა­ო­ბამ გა­ი­ა­რა მის თვალ­წინ, აღ­ზარ­და არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ის­ტო­რი­კო­სი. ძალ­ზედ დი­დია მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, წყა­როთმცოდ­ნე­ო­ბის, ქარ­თუ­ლი ეპიგ­რა­ფი­კი­სა და პა­ლე­ოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, სტუ­დენ­ტებს. პა­ნაშ­ვი­დი: 21 იან­ვა­რი (ხუთ­შა­ბა­თი), 17:00 სა­ა­თი­დან;
გა­მოს­ვე­ნე­ბა: 22 იან­ვა­რი, 14:00 სა­ა­თი; მი­სა­მარ­თი: სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (სი­ო­ნის ქუჩა N°3);" - ნათ­ქვა­მია ტექ­სტში.
"წა­ვი­და თა­ვის ცოლ-შვილ­თან... გულ­გა­ტე­ხი­ლი და ტკი­ვი­ლე­ბით დაღ­ლი­ლი!!! ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ძა­ლი­ან მტკი­ვა გული!" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
"ძა­ლი­ან ბევ­რი რამ დამ­თავ­რდა შენ­თან ერ­თად გი­ორ­გი... ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით" - ეხ­მა­უ­რე­ბა მე­გობ­რის და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ნო­დარ დუმ­ბა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, დე­პუ­ტა­ტი ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე.
 


manana
21 იანვარი 2021 15:57
didi danaklisia chveni qveynistvis giorgi otxmezuris gardacvaleba ufalma gasnatlos misi suli
komble
20 იანვარი 2021 21:38
GhertmA natelishi amkopos misi suli.
Ok.
20 იანვარი 2021 21:10
ღმერთმა გაანათლოს, ნამდვილად დასანანი დანაკლისია.. გილი მწყდება ასეთი ხალხი რომ გვაკლდება..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები