"ოქონის ხატი ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობაა და ცხინვალის რეჟიმის მიერ ხატის მოთხოვნა მიუღებელია"
"ოქონის ხატი ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობაა და ცხინვალის რეჟიმის მიერ ხატის მოთხოვნა მიუღებელია"
"ოქონის ხატი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და არ აქვს მნიშვნელობა, სად იყო ხატი ტერიტორიულად, შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია ამ სახით, არის მიუღებელი, - ამის შესახებ, გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმა მამა გიორგიმ (კარელიძე) დე ფაქტო "სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენლების მხრიდან ოქონის ხატის გადაცემის თაობაზე გაკეთებული განცხადების პასუხად აღნიშნა.

ჟენევის დისკუსიების ფორმატში დეკემბრის ბოლოს გამართული შეხვედრის ბოლო რაუნდზე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან ოქონის ტრიპტიკონის
(სპილოს ძვლის სამკარედი ხატი) დაბრუნება მოითხოვა.

გორისა და ატენის ეპარქიის წარმომადგენელი ოქონის ხატის ისტორიას იხსენებს და აღნიშავს, რომ ხატი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და დე ფაქტო ცხინვალის პრეტენზიები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

"ხატის ისტორია, რომელზეც საუბარია და რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის
ხელისუფლება ითხოვს, არის შემდეგი - ეს ხატი საქართველოში ჩამობრძანდა მეცხრე საუკუნეში, როგორც ელენე დედოფლის (ბაგრატ IV-ის მეუღლე). შემდეგ, მეთერთმეტე საუკუნეში, ზნაურის რაიონში აშენებულ იქნა მონასტერი, სადაც დააბრძანეს ხატი, აქ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ხატისთვის ტაძარი ზნაურის რაიონში რაიმე კონკრეტული ეთნიკური დატვირთვით არ აშენებულა, მსგავსი შემთხვევები საქართველოს ისტორიაში უამრავია, როცა კუთხიდან კუთხეში დააბრძანებდნენ ხატებს ან სხვა სიწმინდეებს, აქ უჩვეულო არაფერია. შემდეგ მოხდა მიწისძვრა და ზნაურის ტაძარი დაინგრა, რის შემდეგაც ხატი გადმოაბრძანეს გორში, სადაც ააშენეს ოქონის ტაძარი. მეცხრამტე საუკუნეში კი, ხატი გორიდან გადააბრძანეს ცხინვალის მუზეუმში, საიდანაც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. მოგვიანებით, რამდენიმე წლის წინ, ხატი აღმოჩენილი იქნა კრისტის აუქციონზე, სადაც საკმაოდ ძვირად იყო შეფასებული. ფონდ ,,ქართუს" დახმარებით, სწორედ აუქციონზე გამოისყიდეს ხატი და დაუბრუნდა საქართველოს. ის ამჟამად დაცულია სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში. ამიტომ, ცალსახად ვამბობ, რომ ხატის ისტორიიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და არ აქვს მნიშვნელობა, სად იყო ხატი ტერიტორიულად, შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია ამ სახით, არის გაუგებარი და მიუღებელი", - აღნიშნა მამა გიორგიმ.

"ინტერპრესნიუსი"

naTia
20 იანვარი 2021 23:39
ოსებო, თქვენი სამშობლო არ არის საქართველო, მალე ცეცხლი წაგეკიდებატ და დაიწვებით ამ მიწაზე, როგორ შეიძლება მიწაზე ედავი სხვა ქვეყანას , არ გრცხვენიათ, ჩვენი მიწიდან გვყრით? ღმერთის არ გეშინიათ. აქ უამრავი ოსები ცხოვრობენ, მატ არავინ დევნით და არავინ ავიწროებთ, არ შეგერგებათ არაფელი ქარტულ მიწაზე დათესილი და მოყვანილი. სულ მოტაცებულით, ნაქურდალით უნდა იცხოვროთ.სხვა არაფერი არ უნდა ისწავლოტ.
მამუკა კვარაცხელია
20 იანვარი 2021 20:26
მეცხრე საუკუნეში, როცა ხატი ჩამობრზანდა საქართველოში, თბილისიდან კავკასიონის ქედამდე ერთ ოსიც კი არ ცხოვრობდა, კიდევ რვა საუკუნე არ უცხოვნიათ და მეჩვიდმეტე- მეთვრამეტედან დაიწყეს უტვინო და მორალატე ქართველების გამოისობით ჩამოსახლება და მერე მიწაზეც განაცხადეს პრეტენზია...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები