"ყველაფერი შეცვალა თავისი წასვლით" - ინგა გრიგოლია გარდაცვლილ კოლეგას იხსენებს - კვირის პალიტრა

"ყველაფერი შეცვალა თავისი წასვლით" - ინგა გრიგოლია გარდაცვლილ კოლეგას იხსენებს

ტელეკომპანია "პირველის" გენერალური, ტელეწაყვანი ინგა გრიგოლია გარადცვლილ კოლეგას, ლევან ჩხაიძეს იხსენებს:

"ხვალ ჩვენი ბიჭის გარდაცვალების დღეა. ისე მძულს 21 იანვარი. წარმოუდგენლად. ეს კოლაჟი ჩემმა ტელეფონმა თავისით გააკეთა. მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა მისი წასვლიდან და მაინც მგონია, რომ ისევ უნდა გაიღოს კარი და შემოვიდეს. ყველაფერი შეცვალა თავისი წასვლით“.

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე საზღვარგარეთ მოულოდნელად 2019 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა.