"ყველამ ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ვუყუროთ ხელებში, ყველა მდიდარი ადამიანი უნდა გაერთიანდეს და..."
21-01-2021
"ყველამ ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ვუყუროთ ხელებში, ყველა მდიდარი ადამიანი უნდა გაერთიანდეს და..."
"ჟამიანობის დროს გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ ეს არის"

ცნობილია, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ადამიანები განსხვავებულად ხედავენ და აფასებენ, მით უმეტეს, ბოლო თვეებში მომხდარ მოვლენებს, რომლებიც იმდენად უჩვეულო იყო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დააბნია. პიარ-ტექნოლოგ ლალი მოროშკინას სწორედ ამ მოვლენებზე ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს სერიოზული დახმარება დასჭირდება. როცა ადამიანი პარტიის თავმჯდომარეა, მისთვის გაცილებით
ძნელია საკუთარი ჯიბიდან თანხის ამოღება და გადახდა. ქველმოქმედება გაცილებით იოლია, როცა ადამიანი პოლიტიკური ფიგურა არ არის. მან თქვა, - საიდანაც მოვედი, იქ ვბრუნდებიო. მეცენატობა და ქველმოქმედება ამ ქვეყანაში ყოველთვის საჭირო იყო და იქნება..."

"შესაძლოა გაგიკვირდეთ, რომ ჭიათურაში, რომელიც რომელიღაც კოშმარული ფილმის დეკორაციას მოგვაგონებს, ყველაზე მეტი
მილიონერია დაბადებული და გაზრდილი. ყველამ ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ვუყუროთ ხელებში, ყველა მდიდარი ადამიანი უნდა გაერთიანდეს და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე იზრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ხალხი შიმშილით დაიხოცოს. მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ეს ნამდვილი ჟამიანობაა! მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოს ასეთი კრიზისი არ ახსოვს..."

"იმ ხალხს, ვინც მოძრაობდა, რაღაცას აკეთებდა და ამ ქვეყნის ეკონომიკას ქმნიდა, გაღატაკება ემუქრება და ეს მაშინ, როცა პანდემიის სახელს ამოფარებულმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა დიდი ფული იშოვეს. ცხადია, მეც დიდ პატივს ვცემ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც პაციენტების სასთუმალთან ათენებენ და აღამებენ, მაგრამ ზოგიერთმა საავადმყოფომ თუ აფთიაქმა ამ კრიზისის ფონზე დიდი ფული "გააკეთა"...

"როცა ომი იწყება, ყველა გონიერი მთავარსარდალი გამოდის და ხალხს ამშვიდებს, რომ პანიკა არ შეიქმნას, მაგრამ როცა ექიმი გამოდის და ამბობს, - "კოვიდ 19"-ის გამო ყველანი მოკვდებითო, - ეს ნიშნავს, რომ მისი სიტყვები ხალხის შეშინებისა და დათრგუნვისკენ არის მიმართული..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

Tsikos
22 იანვარი 2021 01:09
ეტყობა, საერთოდ არ გაქვს ნაყიდი პირბადე, ქალბატონო. 12 თეთრად ყრია, რამდენიც გინდა.



ლალიკო
22 იანვარი 2021 00:37
ლალიკო მითხარი ერთი საფრანგეთში, როგორ იყიდე ბინა?????? მერე დავიჯერებ მოროშკინა შენ ზღაპრებს.
ლიზა
21 იანვარი 2021 21:13
ძალიან მომწონს ეს ქალბატონი, გონიერი და სამართლიანია

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?