"მიუხედავად ბევრი წარმატებისა, მაინც გადავწყვიტე საქართველოს დატოვება, რადგან..."
"მიუხედავად ბევრი წარმატებისა, მაინც გადავწყვიტე საქართველოს დატოვება, რადგან..."
გიორგი გოგიძემ, საქართველოში არაერთი წარმატების მიუხედავად, უკეთესი მომავლის საძიებლად ამერიკას მიაშურა და ახალი ცხოვრება დაიწყო. დღეს ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია, არც საქართველოში შეძენილ ჩვევას უღალატა და სამ წელიწადში ამერიკაშიც წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მიუხედავად ბევრი წარმატებისა, მაინც გადავწყვიტე საქართველოს დატოვება, რადგან იქ არ გვეძლევა საშუალება საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენის, არ არის იმხელა ასპარეზი და შესაძლებლობები, როგორიც ამერიკაში. აქ წამოსვლას იმანაც შეუწყო ხელი,
რომ მამა აქ ცხოვრობდა..."

"ამერიკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანიის (American Income Life), რომელიც Forbes-ის ჟურნალში ყოველწლიურად იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, საუკეთესო აგენტის ტიტული მოვიპოვე 2020 წლის ბოლო მეოთხედში და ასევე ყოველთვიურად. კომპანიაში 6 თვის განმავლობაში დავწინაურდი გენერალური მენეჯერის პოზიციაზე..."

"ამ ქვეყანამ მიმიღო და პირიქით,
ქართული სიდინჯე, სხარტი აზროვნება ძალიან მეხმარება წარმატების მიღწევაში. ის, რაც ჩვენ ქართველებს ჭარბად გვაქვს, ამერიკელებს არ ახასიათებთ. ბევრი რამ მომცა ამერიკამ - თავდაჯერებულობა, ვისწავლე დროის დაგეგმარება, გავხდი დამოუკიდებელი და ამ ყველაფრის გამო ქვეყნის მიმართ მადლიერების გრძნობა მაქვს..."

"მინდა განათლებაში ჩავდო ინვესტიცია, რათა ქართველ ბავშვებს საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ. ვარ სტუდენტი, მაგრამ ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებითაც..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე

მკითხველის კომენტარი (8)
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო-ს
22 იანვარი 2021 22:51
კარგად გამაცინე, გაიხარე!!!
----
22 იანვარი 2021 10:43
დროზე წადით ყველა, ვისაც წასვლა გინდათ, ოღონდ დაბრუნება და თავის დამადლება არ დაგვიწყოთ..
ლია
22 იანვარი 2021 00:40
მუდამ წინსვლას და წარმატებებს, უფლის წყალობას, საქართველოს და ქართველი ერის საკეთილდღეოდ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას ვუსურვებ ამ შესანიშნავ ახალგაზრდას.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
21 იანვარი 2021 23:09
ამ ერიკამ! ამ ერიკამ! მთლა გადარია დუნია თურმე. ყველა რაფრა ერიკასთან გარბის... სურათი მაინც დადეთ, ვიცოდეთ, თუ რაფრა გამეიყურება მაი ერიკა, ააა??????/
მანანა
21 იანვარი 2021 21:42
წარმატებები ❤
ბაჯო
21 იანვარი 2021 20:43
გაიხაროს შენმა გამზდელმა დედა მამამ.სამშობლოს მიხედეთ .რუსეთუმე პოლიტიკოსებისგან იხსენით საქართველო.
თენგო
21 იანვარი 2021 19:40
ფიქრია რობაქიძეს - თქვენი ბიჭია?
Iamze
21 იანვარი 2021 16:56
DzAlian momcons asetii shemartebuli adamianebi ogond at dagavivydes saqartvelo da qartveli xalxi, romelsac Didi cvlili aqvs shen's hamoyalibebashi.rac shegedzleba daexmare saqartvelos axalgazrdebs ,momaval taobas ganvitarebashi.didad dagifasdeba.tqveni pativismcemeli I. Gorgiladze.

რუბრიკის სხვა სიახლეები