"ვაქცინაციის დაწყებამდე, იქნება რეგისტრაცია, რათა მთავრობას ჰქონდეს სურათი, ვინ ჩაერთვება პროცესში პირველ ეტაპზე"
"ვაქცინაციის დაწყებამდე, იქნება რეგისტრაცია, რათა მთავრობას ჰქონდეს სურათი, ვინ ჩაერთვება პროცესში პირველ ეტაპზე"
თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის დაწყებამდე, იქნება რეგისტრაცია, რომელსაც, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაივლიან, რათა მთავრობას ჰქონდეს სურათი, ვინ ჩაერთვება პროცესში პირველ ეტაპზე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა, რომელსაც, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაივლიან, რათა მთავრობას ჰქონდეს სრული სურათი იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ჩაერთვება პროცესში პირველ ეტაპზე. ამასთანავე, თამარ გაბუნიამ სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმოების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

"მნიშვნელოვანია საინფორმაციო
სისტემების გამართვა და გეგმა, ასევე, ითვალისწინებს საინფორმაციო მოდულის გადაწყობას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის. იმუნიზაციის მოდული დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოქმედია დიდი ხანია, თუმცა აქაც შესრულდა გარკვეული მოდიფიცირება იმისთვის, რომ პროგრამა მოერგოს ახალი ვაქცინაციის პროგრამის საჭიროებებს. აქვე იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჯერ, პირველ რიგში, სამედიცინო
პერსონალი, რომელიც პირველი სამიზნე ჯგუფი იქნება, დარეგისტრირდეს და ჩვენ გვქონდეს ზუსტი სურათი იმისთვის თუ ვინ ჩაერთვება პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურია ანტივაქსერული მოძრაობა, ასე იყო ყოველთვის და ახლა განსაკუთრებით აქტიური ხდება, ასევე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება და აქ სწორედ მედიასთან თანამშრომლობა და როლი არის ის, რასაც გეგმა უსვამს ხაზს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოკლე ხანში გვექნება მეტად აქტიური თანამშრომლობის საშუალება სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და რაც მთავარია, მოსახლეობაში ნდობის შექმნისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით,"- განაცხადა გაბუნიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები