ბაგრატ ბაგრატიონის დაბადებასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს
ბაგრატ ბაგრატიონის დაბადებასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს
იო­ა­ნე და ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლე­ბის ოჯა­ხი პირ­ვე­ლი ვა­ჟის ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ო­ნის და­ბა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ:

"19 იან­ვარს, ნათ­ლის­ღე­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე, მ.ს.უ. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლებს იო­ა­ნე და ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლებს შე­ე­ძი­ნათ პირ­ვე­ლი ვაჟი - ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ო­ნი და­ი­ბა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში, ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა მი­ი­ღო პრო­ფე­სორ­მა ნი­კო­ლოზ (ნუკ­რი) კინ­ტრა­ი­ამ, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თა და პე­რი­ნა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კოს­მა.

ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ო­ნი და­ი­ბა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის, ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თა ოჯახ­ში, ისე­ვე
რო­გორც, ეს­პა­ნე­თის და საფ­რან­გე­თის ბორ­ბო­ნე­ბის, გერ­მა­ნია-ბა­ვა­რი­ის ვი­ტელსბა­ხე­ბის და ავ­სტრი­ის ჰაბსბურ­გე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი. უფ­ლის­წუ­ლი ბაგ­რა­ტი და მისი დედა ქრის­ტი­ნე, ორი­ვე თავს კარ­გად გრძნო­ბენ" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მშობლები მ.ს.უ. ბატონიშვილი ბაგრატ-ბაგრატიონ მუხრან დე ბავარიის და კარმენ ულოა
იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ბებია და ბაბუა: ირაკლი ბაგრატიონი და ესპანეთის ბურბონთა სამეფო სახლის წევრი პრინცესა მარია-მერსედეს გავიერა


G-ordi
21 იანვარი 2021 19:05
უფალმა დალოცოს და ჯანმრთელი გაზარდოს ბაგრატ ბაგრატიონი !

ამ უდიდესი გვარის ღირსეული და საამაყო წარმომადგენელი ყოფილიყოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები