ბაგრატ ბაგრატიონის დაბადებასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ბაგრატ ბაგრატიონის დაბადებასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახი ინფორმაციას ავრცელებს

იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახი პირველი ვაჟის ბაგრატ ბაგრატიონის დაბადებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებენ:

"19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე, მ.ს.უ. ბატონიშვილებს იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელებს შეეძინათ პირველი ვაჟი - ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი.

ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოში, თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში. ფიზიოლოგიური მშობიარობა მიიღო პროფესორმა ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაიამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა და საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა.

ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახში, ისევე როგორც, ესპანეთის და საფრანგეთის ბორბონების, გერმანია-ბავარიის ვიტელსბახების და ავსტრიის ჰაბსბურგების ევროპული სამეფო დინასტიების შთამომავალი. უფლისწული ბაგრატი და მისი დედა ქრისტინე, ორივე თავს კარგად გრძნობენ" - ნათქვამია ინფორმაციაში. იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მშობლები მ.ს.უ. ბატონიშვილი ბაგრატ-ბაგრატიონ მუხრან დე ბავარიის და კარმენ ულოა იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ბებია და ბაბუა: ირაკლი ბაგრატიონი და ესპანეთის ბურბონთა სამეფო სახლის წევრი პრინცესა მარია-მერსედეს გავიერა