"სამართალი არსებობს!... რუსეთი კლავს!" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოცქსელში
"სამართალი არსებობს!... რუსეთი კლავს!" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოცქსელში
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. (იხილეთ განცხადება)

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ქართული საზოგადოება ელოდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ანა დოლიძე, მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი:
"მთავარი სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან:
1. რუსეთი გამტყუნდა მთელ რიგ დანაშაულებში ჩვენი ხალხის მიმართ
2. სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია და მთელი
პასუსიხმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე რუსეთს დააკისრა (არავითარი ბოევიკები, მოხალისეები და ოსეთის ადმინისტრაცია)
3. ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი. მარტო მე, და ჩემს გარდა კიდევ ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აქვს მოპოვებული და მიწოდებული მტკიცებულებები ამ საქმესთან
დაკავშირებით.
ასე რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ. გილოცავთ მთლიან საქართველოს!"

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:
"სტრასბურგი მოვიგეთ! მადლობა ყველას ვინც, ძალისხმევა გასწია ამ შედეგის დადგომისთვის! ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველას გვაერთიანებს!"

ლევან ბოძაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე:

"სტრასბურგის სასამართლომ 279 გვერდიანი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. თითქმის ყველა ასპექტში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდაა. შეიძლება ითქვას, აგვისტოს ომი იურიდიულად მოვიგეთ! ეს დიდი გამარჯვებაა, ყველა თვალსაზრისით.
მადლობა ყველას ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა!"

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი:
"გილოცავთ!
სამართალი არსებობს!
#დიდებაგმირებს!
#რუსეთიკლავს!"

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:
"სტრასბურგის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლმა სასამართლომ ძირითად ნაწილში დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთთან 2008 წლის ომის საქ­მე­ზე.
სასამართლომ რუსეთი ქართველთა ეთნიკურ წმენდაში, ადამიანების მკვლელობა-წამებასა და არაერთ დარღვევაში დაადანაშაულა.
ეს იყო პირველი საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილება 2008 წლის ომზე, რაც საქართველოს შემდგომ დავებში უპირატესობას აძლევს.
უპირველესად, კი დეოკუპაციის თცალსაზრისით.
ახლა საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთი უნდა აიძულოს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ უგულებელყოს"

მამუკა გამყრელიძე, მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრი:

"სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტიურად ცნო, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის საქართველოს როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა დიდი სამუშაო გაწიეს. მადლობა ვუთხრათ ქართველ იურისტებს და დიპლომატებს საუკეთესოდ ჩატარებული სამუშაოსთვის!"

დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის თავმჯდომარე:
"რუსეთი ოკუპანტია. საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა! გილოცავთ"

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:
"გამოქვეყნდა სტრასბურგმა გადაწყვეტილება!
რა თქმა უნდა მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია:
- რუსეთი კლავს;
- რუსეთი აწამებს;
- რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას;
- რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას, და სხვა.
მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრატსბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ ოსებს ედავეთო.
ცუდია რომ 8-12 აგვისტო დააიგნორა სტრასბურგმა, მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!"

მამუკა
22 იანვარი 2021 02:08
და რა მერე რო მოვიგეთ?ნუ ხოო მთელმა მსოფლიომ გაიგო რო რუსეთი ოპუკანტია და აქამდე არ იცოდენ თუუ.სტრასბურგში წერენ და მერე თვითონ კითხულობენ,შედეგი კი არ ჩანს
21 იანვარი 2021 19:52
ძლივს არ ვეღირსეთ! “სამართალმაპური ჭამა“. ვულოცავ ქართველ ხალხს და პირვლ რიგში სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას, დაღუპული გმირების ოჯახებს. მათი სულებიც ზეიმობენ. ამ ვაჟკაცების დიდება იყოს. ეს აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის და ჩვენი საერთო გმირების გამარჯვებაცაა.
GS
21 იანვარი 2021 19:37
მრუდე სარკე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები