"ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს გია ვოლსკი?
"ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს გია ვოლსკი?
ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე, ისიც მო­ექ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ, იქცა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რად, მე­ტიც, მის "მო­ლა­პა­რა­კე თა­ვად". გია ვოლ­სკი "ქარ­თულ ოც­ნე­ბამ­დელ" პე­რი­ოდ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, მის გარ­შე­მო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სკან­და­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იყო მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი, მა­გა­ლი­თად, 2019 წელს, სო­ფელ ახა­ტან­ში მისი აგა­რა­კი გა­ქურ­დეს. იმ­ჟა­მად ამ­ბობ­და, რომ სახ­ლში სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბი ჰქონ­და და აღარ დახ­ვდა.

ამ­ბობს, - არც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ვარ და პო­ლი­ტი­კით ფული არ მი­შო­ვი­აო, მისი
ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვოლ­სკის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გრა­ფა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 1 ბინა თბი­ლის­ში - ხე­თა­გუ­რო­ვის 6 ნო­მერ­ში (75კვმ ფარ­თის), მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახა­ტან­ში და ერთი - 120კვმ ფარ­თის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ამა­ვე სო­ფელ­ში. მისი შვი­ლის - გი­ორ­გი ვოლ­სკის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 2017
წელს 7000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სი". დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას რაც ეხე­ბა, მას 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2017.01. 01_2017.31. 12) შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 76065 ლარი. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია გია ვოლ­სკის ვა­ჟის - გი­ორ­გის­თვის გა­დახ­დი­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი - 5900 ლარი. ამას­თან, ოჯახს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში აქვთ ან­გა­რი­შე­ბი, რო­მელ­ზეც მი­თი­თე­ბუ­ლია თან­ხე­ბი ლა­რებ­ში, დო­ლა­რებ­სა და ევ­რო­ებ­ში. მათ­გან ყვე­ლა­ზე დიდი - 15000 ლა­რის და­ნა­ზო­გი მისი მე­უღ­ლის, ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ვოლ­სკის გო­ნი­ო­ში მშე­ნე­ბა­რე სახ­ლის თა­ო­ბა­ზე, რა­საც ის "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე სტა­ტუ­სით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ტვ პირ­ველს" თუ და­ვუ­ჯე­რებთ ეს სახ­ლი მე მე­კუთ­ვნის და გო­ნი­ო­ში მდე­ბა­რე­ობს, ამას ამ­ტკი­ცებს ორი, ვი­ღაც მო­ქა­ლა­ქე. არა­და ყვე­ლამ იცის ამ შე­ნო­ბის და არა "ბა­ი­თის" მე­პატ­რო­ნეც და კომ­პა­ნი­აც. ნო­და­რი­კო­მაც იცის. მე გუ­შინ მი­თხრეს. აქე­დან დას­კვნა - არ და­უ­ჯე­როთ "ტვ პირ­ველს", ცრუ­ობს".

"გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი და ვარ "კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვო­რონ­ცო­ვე­ლი", - გა­ნუ­ცხა­და მან ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჟურ­ნალ "გზას". სწო­რედ ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რი­დე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ ჩვენს სტა­ტი­ა­ში.

ვოლ­სკე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში


"პირ­ვე­ლად ბა­ბუ­ა­ჩე­მის ბა­ბუა ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრა­კო­ვი­დან, თუმ­ცა, გა­რე­მო­ე­ბე­ბი არა­ვინ იცის, იმ დროს პო­ლო­ნეთ­ში არე­უ­ლო­ბა, აჯან­ყე­ბე­ბი იყო. ჩა­მო­ვი­და დიდი ბა­ბუა და და­სახ­ლდა გუ­რი­ა­ში. მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ბო­დო­კი­ას ქალი იყო. მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ მოხ­ვდნენ ვოლ­სკე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც გუ­რი­ა­ში...

მა­მა­ჩე­მის მამა 1959 წელს დაბ­რუნ­და ვორ­კუ­ტი­დან, სა­დაც 23 წელი გა­ა­ტა­რა (1937 წელს გა­და­ა­სახ­ლეს). დედ-მამა გე­ო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვო­ბი­დან და­მა­ტა­რებ­დნენ სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მოვ­ლი­ლი მაქვს. მა­მა­ჩე­მის დე­დამ ბოლო 10 წელი ბა­ბუ­ა­ჩემ­თან გა­ა­ტა­რა ციმ­ბირ­ში. ბა­ბუ­ას ძმა, გრი­გოლ ვოლ­სკი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მი­ავ­ლი­ნა აჭა­რა­ში და ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას, ილია მას­თან ჩერ­დე­ბო­და ხოლ­მე. მშვე­ნი­ერ ლექ­სებს წერ­და. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პირ­ვე­ლი სკო­ლა, ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზია... ბა­ბუა - და­თი­კო ვოლ­სკიც კარ­გი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი იყო...

დე­და­ჩე­მის მამა - შალ­ვა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი "სა­ირ­მის" დი­რექ­ტო­რი იყო, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაცი. მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და ომში და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა..." - ამ­ბობს გია ვოლ­სკი... იხილეთ სრულად



მკითხველის კომენტარი (6)
Mììiii
18 თებერვალი 2021 12:18
ძალიან ძალიან საყვარელი საყვარელი რა პატარაბავშვია?გნსაკუთრებით საყვარელია ქურდული ტერმინებით და ჟარგონებით როდესაც საუბრობს
ნინი
17 თებერვალი 2021 14:37
როგორ მიყვარს გია ვოლსკი !
ნინი
17 თებერვალი 2021 14:36
როგორ მიყვ
დათო
15 თებერვალი 2021 13:14
მაგარი კაცი ხარ, გია. ნეტავ შენისთანა წესიერი, განათლებული, გონიერი, მშვიდობის მოყვარე ბევრი ჰყავდეს საქართველოს, მით უმეტეს ამ მეტად მძიმე და არაპროგნოზირებად დროში. მაგრად იყავი.
უცნობი
04 თებერვალი 2021 01:05
აფერისტებს, მლიქვნელებს და მექრთამეობა ვერ ვიტან!
duta
30 იანვარი 2021 01:00
ჯიგარი ხარ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები