"ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს გია ვოლსკი?
21-01-2021
"ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს გია ვოლსკი?
ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე, ისიც მო­ექ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ, იქცა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რად, მე­ტიც, მის "მო­ლა­პა­რა­კე თა­ვად“. გია ვოლ­სკი “ქარ­თულ ოც­ნე­ბამ­დელ” პე­რი­ოდ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, მის გარ­შე­მო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სკან­და­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იყო მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი, მა­გა­ლი­თად, 2019 წელს, სო­ფელ ახა­ტან­ში მისი აგა­რა­კი გა­ქურ­დეს. იმ­ჟა­მად ამ­ბობ­და, რომ სახ­ლში სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბი ჰქონ­და და აღარ დახ­ვდა.

ამ­ბობს, - არც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ვარ და პო­ლი­ტი­კით ფული არ მი­შო­ვი­აო, მისი
ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვოლ­სკის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გრა­ფა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 1 ბინა თბი­ლის­ში - ხე­თა­გუ­რო­ვის 6 ნო­მერ­ში (75კვმ ფარ­თის), მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახა­ტან­ში და ერთი - 120კვმ ფარ­თის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ამა­ვე სო­ფელ­ში. მისი შვი­ლის - გი­ორ­გი ვოლ­სკის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 2017
წელს 7000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა “ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სი”. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას რაც ეხე­ბა, მას 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2017.01. 01_2017.31. 12) შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 76065 ლარი. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია გია ვოლ­სკის ვა­ჟის - გი­ორ­გის­თვის გა­დახ­დი­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი - 5900 ლარი. ამას­თან, ოჯახს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში აქვთ ან­გა­რი­შე­ბი, რო­მელ­ზეც მი­თი­თე­ბუ­ლია თან­ხე­ბი ლა­რებ­ში, დო­ლა­რებ­სა და ევ­რო­ებ­ში. მათ­გან ყვე­ლა­ზე დიდი - 15000 ლა­რის და­ნა­ზო­გი მისი მე­უღ­ლის, ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ვოლ­სკის გო­ნი­ო­ში მშე­ნე­ბა­რე სახ­ლის თა­ო­ბა­ზე, რა­საც ის "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე სტა­ტუ­სით გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ტვ პირ­ველს" თუ და­ვუ­ჯე­რებთ ეს სახ­ლი მე მე­კუთ­ვნის და გო­ნი­ო­ში მდე­ბა­რე­ობს, ამას ამ­ტკი­ცებს ორი, ვი­ღაც მო­ქა­ლა­ქე. არა­და ყვე­ლამ იცის ამ შე­ნო­ბის და არა "ბა­ი­თის" მე­პატ­რო­ნეც და კომ­პა­ნი­აც. ნო­და­რი­კო­მაც იცის. მე გუ­შინ მი­თხრეს. აქე­დან დას­კვნა - არ და­უ­ჯე­როთ "ტვ პირ­ველს", ცრუ­ობს".

"გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი და ვარ "კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვო­რონ­ცო­ვე­ლი", - გა­ნუ­ცხა­და მან ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჟურ­ნალ "გზას“. სწო­რედ ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რი­დე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ ჩვენს სტა­ტი­ა­ში.

ვოლ­სკე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში


"პირ­ვე­ლად ბა­ბუ­ა­ჩე­მის ბა­ბუა ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრა­კო­ვი­დან, თუმ­ცა, გა­რე­მო­ე­ბე­ბი არა­ვინ იცის, იმ დროს პო­ლო­ნეთ­ში არე­უ­ლო­ბა, აჯან­ყე­ბე­ბი იყო. ჩა­მო­ვი­და დიდი ბა­ბუა და და­სახ­ლდა გუ­რი­ა­ში. მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ბო­დო­კი­ას ქალი იყო. მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ მოხ­ვდნენ ვოლ­სკე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც გუ­რი­ა­ში...

მა­მა­ჩე­მის მამა 1959 წელს დაბ­რუნ­და ვორ­კუ­ტი­დან, სა­დაც 23 წელი გა­ა­ტა­რა (1937 წელს გა­და­ა­სახ­ლეს). დედ-მამა გე­ო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ და ბავ­შვო­ბი­დან და­მა­ტა­რებ­დნენ სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მოვ­ლი­ლი მაქვს. მა­მა­ჩე­მის დე­დამ ბოლო 10 წელი ბა­ბუ­ა­ჩემ­თან გა­ა­ტა­რა ციმ­ბირ­ში. ბა­ბუ­ას ძმა, გრი­გოლ ვოლ­სკი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მი­ავ­ლი­ნა აჭა­რა­ში და ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას, ილია მას­თან ჩერ­დე­ბო­და ხოლ­მე. მშვე­ნი­ერ ლექ­სებს წერ­და. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პირ­ვე­ლი სკო­ლა, ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზია... ბა­ბუა - და­თი­კო ვოლ­სკიც კარ­გი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი იყო...

დე­და­ჩე­მის მამა - შალ­ვა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი "სა­ირ­მის" დი­რექ­ტო­რი იყო, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაცი. მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და ომში და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა...“ - ამ­ბობს გია ვოლ­სკი...

ის ასე­ვე იხ­სე­ნებს ბავ­შვო­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის წლებს:

“ჩემი და მა­მა­ჩე­მის თა­ო­ბაც ისეთ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და, როცა ქუჩა, ოჯა­ხი, მე­გობ­რო­ბა სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით იზო­მე­ბო­და. ახლა სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა. ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთს წი­ნას­წარ უთან­ხმდე­ბი­ან, რომ ერ­თმა­ნეთ­თან მი­ვიდ­ნენ, ან გა­სარ­თო­ბად წა­ვიდ­ნენ. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ქუ­ჩა­ში ვხვდე­ბო­დით, ან გაკ­ვე­თი­ლე­ბის მერე სკო­ლას­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით, არც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. ჩვე­ნი სა­მე­გობ­როს უმე­ტე­სო­ბა კარ­გად ვსწავ­ლობ­დით. ქუ­ჩა­საც თა­ვი­სი ხიბ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ მო­ჩხუ­ბა­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ძი­რი­თა­დად, გამ­შვე­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ალ­ბათ ღმერ­თმა და­მი­ფა­რა და სა­წამ­ლა­ვი არ მო­ვი­და ჩემ­თან. თან სპორ­ტს მივ­დევ­დი, ჩოგ­ბურთში ვვარ­ჯი­შობ­დი და ვე­რი­დე­ბო­დი მო­სა­წევს. მახ­სოვს, ერთხელ მო­მა­წე­ვი­ნეს მა­რი­ხუ­ა­ნა სკო­ლა­ში, კლა­სელ­მა გო­გო­ნებ­მა. რა­ღაც, ვერ მი­ი­ღო ორ­გა­ნიზ­მმა.

17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედ-მამა ალ­ჟირ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ბე­ბია მზრდი­და. ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­ურ­ზე, ვაჭ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სია ჩე­მით არ ამირ­ჩე­ვია, მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს ასე. მა­მი­და­ჩე­მი, თინა ვოლ­სკი, კორ­ნე­ლი სა­ნა­ძის მე­უღ­ლე იყო და ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ჩვენს ოჯახ­ში, რო­მელ­საც სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში ჰქონ­და გავ­ლე­ნა. როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მა­მი­და ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრთან მი­ვი­და, გა­ეც­ნო და მერე მი­მი­ღეს გა­მოთ­ვლით ცენ­ტრში, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ის გამ­გედ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. არ მახ­სოვს, ჩემ გვერ­დით ვინ­მე მარ­ქსისტ-ლე­ნი­ნის­ტი ყო­ფი­ლი­ყოს, მაგ­რამ რად­გან სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვა იყო, პარ­ტი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მოვ­ხვდი”.

პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ხში­რად აძა­ხე­ბენ საბ­ჭოთ აპე­რი­ოდ­ში ცკ-ს ინ­სტრუქ­ტო­რო­ბას, რა­ზეც აცხა­დებს:


"უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვიცი უპარ­ტიო, რო­მელ­მაც კა­ცად, ან ქა­ლად არ ივარ­გა და ქვეყ­ნის­თვის ბო­რო­ტე­ბის მეტი არა გა­უ­კე­თე­ბია რა. როცა ამას მაყ­ვედ­რი­ან, მე­ცი­ნე­ბა. ვიცი, თვი­თო­ნაც არ ფიქ­რო­ბენ ჩემ­ზე ასე, უბ­რა­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში აწყობთ ამა­ზე აპე­ლი­რე­ბა“.

ვოლ­სკი შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბი­სას იყო სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. შემ­დეგ ვა­შინგტონ­ში გა­იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და იქ და­საქმდა. შემ­დეგ მუ­შა­ობ­და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში, ხოლო რო­დე­საც ზუ­რაბ ჟვა­ნია გახ­და პრე­მი­ე­რი, და­ი­ნიშ­ნა მი­ნის­ტრ გოგა ხა­ინ­დრა­ვას მო­ად­გი­ლედ კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში.

მე­უღ­ლე


“ნინო 23-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, ჩემი უბ­ნე­ლი იყო, ერ­თმა­ნეთს ერთი ქუჩა გვა­ცი­ლებ­და. ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დი პა­ტა­რა გო­გო­ნას, ვი­ო­ლი­ნო­თი ხელ­ში. და­მა­ინ­ტე­რე­სა და გა­ვი­გე, სად სწავ­ლობ­და, მერე სკო­ლა­ში ვა­კი­თხავ­დი. მე უკვე უნი­ვერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ­დი, ის ჯერ კი­დევ მოს­წავ­ლე იყო. აღ­მოჩ­ნდა, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და. და­ამ­თავ­რა სკო­ლა თუ არა, ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. იხილეთ სრულად



Mììiii
18 თებერვალი 2021 12:18
ძალიან ძალიან საყვარელი საყვარელი რა პატარაბავშვია?გნსაკუთრებით საყვარელია ქურდული ტერმინებით და ჟარგონებით როდესაც საუბრობს
ნინი
17 თებერვალი 2021 14:37
როგორ მიყვარს გია ვოლსკი !
ნინი
17 თებერვალი 2021 14:36
როგორ მიყვ

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თვის კითხვადი სტატიები