22-01-2021
"აბა, მოვედი მახარობელი... ბიჭია, ბიჭიი" - მომღერალ ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინარუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია მეორე შვილის დედა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროდიუსერი ნატო დუმბაძე ავრცელებს. მისივე ცნობით, ქეთას ვაჟი შეეძინა.
"აბა, მოვედი მახარობელი! ბიჭია,ბიჭიიიიიი! ქეთა თოფურიას ბიჭი შეეძინააა! ვულოცავ!" - წერს ნატო დუმბაძე.

ახალშობილის სახელი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ის ქეთა თოფურიასა და დიპლომატ ლევ ძენგოვის პირველი საერთო შვილია.
ლევი და ქეთა
ქეთა აქამდე დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, რომელთანაც გოგონა, ოლივია ჰყავს.

იყავი პირველი!