"ექიმები გვეუბნებიან, რომ მოვითმინოთ, სიცოცხლის ნაპერწკალი იყო" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა
"ექიმები გვეუბნებიან, რომ მოვითმინოთ, სიცოცხლის ნაპერწკალი იყო" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა, თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია 10 დღეში იქნება ცნობილი.

" 10 დღის განმავლობაში ახალს ვერაფერს ვიტყვით. ექიმები გვეუბნებიან, რომ მოვითმინოთ, სტაბილურად მძიმეა. კონსილიუმი თითქმის კვირაში სამჯერ იმართება. დრო სჭირდება, გვითხრეს, რომ 10 დღეში ყველაფერს დეტალურად მოგვახსენებენ. რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი იყო, მაგის იმედი გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ველოდებით ექიმების დასკვნას", - აცხადებს ნუგზარ კვაშალი.

შეგახსენებთ,
ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

22 იანვარი 2021 22:57
უფალო გადაარჩინე, პატრიოტი კაცი.
Mamuka
22 იანვარი 2021 21:26
Jamrtelobas vucurveb baton temurs
გულიკო სილქნეტი
22 იანვარი 2021 15:15
ღმერთო გევედრები! გადაგვირჩინე საქართველოს და მსოფლიოს საამაყო შვილი. რომ შეიძლებოდეს საკუთარი სიცცხლის რაღაც ნაწილს უყოყმანოდ დავთმობდი. მჯერა ყველაფერი კარგად იქნება, კვლავ გვიმღერებს მალე ბატონი თემური.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები