"არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით პუტინის შურისძიების სურვილი დასრულდა" - კვირის პალიტრა

"არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით პუტინის შურისძიების სურვილი დასრულდა"

"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ 1 ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა"

როცა დაკვეთა პუტინიდან და კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სასამართლოში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, მან დღეს პირველად ნახა მის საქმეზე დაკავებული ვასამგებ ბოკოვი.

მისივე თქმით, ბრალდებულს მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

"კითხვები შეეხებოდა იმას, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემზე თალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და როდის მივიღე ეს ინფორმაცია. ორივე მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდებოდა და მოსამართლემაც დამისვა ამასთან დაკავშირებით კითხვები, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა. განსკაუთრებით, იმ პერიოდში, ვიდრე ბრალდებულის დაკავება მოხდებოდა და ახლაც მაქსიმალურად შეზღუდლი მაქვს თავისუფლად გადაადგილება, დაცვის გარეშე აკრძალული მაქვს მოძრაობა და ის პერიოდი კიდევ უფრო მძიმე იყო, როცა დაცვის უფროსი ჩემთან სახლში ცხოვრობდა, რადგან ძალიან დიდი რისკი იყო, სანამ ბრალდებულის დაკავება მოხდებდა.

ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ჩემთვის კითხვა დაესვა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჩემთან კითხვა, უბრალოოდ გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით. პირველად ვნახე ასე პირადად, მანამდე ფოტოებზე მყავდა ნანახი, მაგრამ სასიამოვნო ეს შეგრძნება, რა თქმა უნდა არ არის, თუმცა, მას შეეძლო ჩემთვის კითხვების დასმა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მთელი პროცესის განმალობაში ასე მიყურებდა და მეც ასე ვუყურებდი", - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის განმარტებით, საქართველოში მას იმ დონის მტრები არ ჰყავს, რომ მისი მკვლელობა შეეკვეთათ. შესაბამისად, გაბუნია დარწმუნებულია, რომ მისი მკვლელობის მომზადების უკან რამზან კადიროვი და ვლადიმერ პუტინი დგანან.

"ვერ ვიტყვი, ის ლიკვიდაციაზე ამზადებდა ინფორმაციას, თუ თვითონ უნდა შეესრულებინა ბოლოს ეს, მაგრამ ვიზუალურად რომ შეხედავთ, გავს - თავისუფლად შეიძლება იყოს თვითონ ქილერი, რომელსაც ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. ამას მხოლოდ ვიზუალიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაცია სუს-მა მომაწოდა, როცა დაზარალებულად მცნეს, რომ მას შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი, ასევე კრიმინალური წარსული აქვს და ის იძებნება კიდეც სხვა ქვეყნებში მკვლელობებთან დაკავშირებით. ასე, რომ არ გამოვრიცხავ, დღეს, მე ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში. როცა პუტინიდან მოდის და როცა დაკვეთა კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი ამით დასრუდა. თუმცა, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, არ ვიცი...სასამართლოზეც ვთქვი, მიუხედავად ჩემი კრიტიკული გამოსვლებისა, ვთვლი, რომ არც საქართველოში არ მყავს იმ დონის მტერი, რომ ჩემი მოკვლა გადაწყიტონ და მითუმეტეს, საზღვარგარეთ, ერთადერთი, ვინც ეს შეიძლება იყოს, პუტინი და მისი საყვარელი კადიროვია", - განაცხადა გაბუნიამ.

"ინტერპრესნიუსი"