STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო?
STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო?
STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აპლიკაციით სარგებლობით კონტრაქტის ვადა ამ ეტაპზე ამოიწურა. უწყების განმარტებით, კონტრაქტი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და კორონავირუსის შემცირებული შემთხვევების გამო აღარ გაგრძელდა.

ცნობისთვის, საქართველოში STOP COVID აპლიკაცია 2020 წლის აპრილის თვეში ამოქმედდა. აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევდა გაეგო, თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები