"ორი შვი­ლი დარ­ჩა ობ­ლად...15 წლის მო­ზარ­დი და­ე­ჯა­ხა. მშობ­ლე­ბის­თვის მან­ქა­ნა მო­უ­პა­რავს" - თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
"ორი შვი­ლი დარ­ჩა ობ­ლად...15 წლის მო­ზარ­დი და­ე­ჯა­ხა. მშობ­ლე­ბის­თვის მან­ქა­ნა მო­უ­პა­რავს" - თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
18 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 34 წლის მზი­კა ხუს­კი­ვა­ძე ემსხვერ­პლა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ავ­ჭა­ლა­ში, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მოხ­და.

ახალ­გაზ­რდა ქალი სამ­სა­ხუ­რი­დან ბრუნ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას, სა­კუ­თარ სახ­ლთან ახ­ლოს, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლილს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მზი­კა ხუს­კი­ვა­ძის ნა­თე­სა­ვი ესა­უბ­რა.

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მზი­კას მი­სი­ვე უბ­ნე­ლი 15 წლის მო­ზარ­დი და­ე­ჯა­ხა. მშობ­ლე­ბის­თვის მან­ქა­ნა მო­უ­პა­რავს. იცი­ან ვინც არის ეს ბავ­შვი, არ­სად მი­მა­ლუ­ლა. ვნა­ხოთ, რას
და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ში­ნე­ლი შემ­თხვე­ვა იყო... სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და, გული ჯერ კი­დევ უცემ­და თურ­მე, ძა­ლი­ან სუს­ტად და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო შე­ჯა­ხე­ბა, გულ-მკერ­დი მთლი­ა­ნად შე­უ­ლე­წა, მარ­ცხე­ნა მხა­რი სხე­უ­ლი­დან მოგ­ლი­ჯა და მი­ა­კე­რეს...

ორი შვი­ლი დარ­ჩა ობ­ლად - 17 წლის ბიჭი და 14 წლის გო­გო­ნა. თა­ვა­დაც ობ­ლო­ბა­ში
იყო გაზ­რდი­ლი, შო­რე­ნას მამა რე­ვაზ ხუს­კი­ვა­ძე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ და ისიც ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. მზი­კას ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე ჰყავს, ბავ­შვებს არა­ფერს მო­აკ­ლებს, მაგ­რამ ჯერ შოკ­შია. სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბას ვერ აუ­დი­ან, იმ­დე­ნად მძი­მედ არის ემო­ცი­უ­რად" - ყვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი AMBEBI.GE-სთან. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები