ვინ არის გიორგი არველაძის უკრაინელი რჩეული და როგორია ექსმაღალჩინოსნის ცხოვრება დუბაიში - კვირის პალიტრა

ვინ არის გიორგი არველაძის უკრაინელი რჩეული და როგორია ექსმაღალჩინოსნის ცხოვრება დუბაიში

გიორგი არველაძე 26 წლის უკრაინელ გოგონაზეა შეყვარებული - როგორია ექსმაღალჩინოსნის ცხოვრება დუბაიში (ფოტოები)

გიორგი არველაძე შეყვარებულია. მისი რჩეული ანასტასია ზუბენკო გახლავთ. ალინა არველაძესთან დაშორების შემდეგ, როგორც ჩანს, პოლიტიკოსმა ამჯერადაც უკრაინელზე გააკეთა არჩევანი.

ანასტასია 26 წლის არის და წყვილი დუბაიში ცხოვრობს. სწორედ იქიდან აქვეყნებენ ფოტოებს ბოლო ორი თვეა.

ანასტასია პროფესიით ჟურნალისტია, 2018 წელს ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტი დაამთავრა. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა სილამაზის სალონში ადმინისტრატორად და გაყიდვების კონსულტანტად.

"ჩემი რწმენა და სიმართლე! ჩემი უსაყვარლესი ადამიანი მსოფლიოში! ჩემი სიამაყე, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ. მსოფლიოში საუკეთესო ადამიანი! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენი ვარ..." - წერს ანასტასია გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. გააგრძელეთ კითხვა

ambebi.ge