"მინ­დო­და სხვა რამ მე­ცა­და, სულ მსა­ხი­ო­ბი ხომ არ ვიქ­ნე­ბო­დი?! თმაც შე­ვი­ჭე­რი..." - როგორ ცხოვრობს სტუდენტი "ჯეკო" სერიალს მიღმა - კვირის პალიტრა

"მინ­დო­და სხვა რამ მე­ცა­და, სულ მსა­ხი­ო­ბი ხომ არ ვიქ­ნე­ბო­დი?! თმაც შე­ვი­ჭე­რი..." - როგორ ცხოვრობს სტუდენტი "ჯეკო" სერიალს მიღმა

პოპულარული სერიალი "ჩცდ" კორონაპანდემიის გამო შეჩერებულია, თუმცა როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, გაზაფხულზე ის თავის ჩვეულ რიტმს და ერთგულ მაყურებელს დაუბრუნდება. ცნობილი სერიალის ცნობილი პერსონაჟების კადრს მიღმა ცხოვრება მკითხველს ყოველთვის აინტერესებს.

ამიტომ, AMBEBI.GE "ჩემი ცოლის დაქალების" ყველაზე ცნობილ ბავშვს, ჯეკოს, იგივე გიორგი ბარბაქაძეს შეეხმიანა, რომელიც სულაც აღარ არის პატარა, უკვე 19 წლის არის და სტუდენტიც გახდა. თუმცა თავის სტუდენტურ ცხოვრებაზე ჯერ ბევრს ვერაფერს ამბობს, რადგანაც პანდემიის გამო თითქმის სულ სახლში უწევს ყოფნა და ლექციებს ონლაინ ესწრება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით ვსწავლობ. უნივერსიტეტში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ჩემი თანაკურსელები და ლექტორები პირისპირ ჯერ არც მინახავს" - ამბობს გიორგი ბარბაქაძე.

- შენი არჩევანი იყო, რომ "ბიზნესმენეჯმენტზე" გესწავლა?

- კი, ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ მისი არჩევაც ისე მოხდა, რომ არ ვიცოდი, რა ჩამეწერა იქ, სადაც ჩავწერე. ისე, ახლაც არ ვარ დარწმუნებული, მინდა, თუ არა ეს დარგი. ჯერ გამოვცდი, ვნახავ და ყველაფერს მივხვდები...

- მისაღები გამოცდები რთული იყო?

- არ გამჭირვებია...

- მოკლედ, ახლა შენი სტუდენტობა, პირველი კურსი ჯერჯერობით ონლაინლექციებით შემოიფარგლება, ხომ?..

- კი. როგორც გითხარით, თანაკურსელებიდან პირადად ჯერ არცერთი მინახავს. ეს ჩემთვისაც და ყველასთვის ძალიან უცნაურია, არც ლექტორებს შევხვედრივარ... გააგრძელეთ კითხვა