"გუ­და­ურ­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით და­ეშ­ვა და ბოძს შე­ე­ჯა­ხა, ამ ტრა­გე­დი­ამ მა­მას ულა­მა­ზეს თვა­ლებ­ში დიდი სევ­და და­უ­ტო­ვა" - "როცა აყვავდა ნუში" - გოგა ფიფიას ცხოვრება და ოჯახური ტრაგედია
"გუ­და­ურ­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით და­ეშ­ვა და ბოძს შე­ე­ჯა­ხა, ამ ტრა­გე­დი­ამ მა­მას ულა­მა­ზეს თვა­ლებ­ში დიდი სევ­და და­უ­ტო­ვა" - "როცა აყვავდა ნუში" - გოგა ფიფიას ცხოვრება და ოჯახური ტრაგედია
ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის და­უ­ვი­წყარ­მა ფილმმა "როცა აყ­ვავ­და ნუში" არამ­ხო­ლოდ ზურა ყიფ­ში­ძეს მო­უ­ტა­ნა სა­ზო­გა­დო აღი­ა­რე­ბა - სწო­რედ ამ ფილ­მი­დან გა­იც­ნეს ქარ­თველ­მა კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებ­მა გოგა ფი­ფია, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს უოც­ნე­ბია, რად­გა­ნაც ექი­მო­ბა ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი.

ეს კი დიდ­წი­ლად მისი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო - ბა­ბუა ქარ­თუ­ლი "ქი­რურ­გი­ის მა­მად" წო­დე­ბუ­ლი აკა­დე­მი­კო­სი ეგ­ნა­ტე ფი­ფია გახ­ლდათ, მამა ასე­ვე აკა­დე­მი­კო­სი, ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი ვახ­ტანგ ფი­ფია, დე­დის მხრი­და­ნაც ჰყავ­და სა­ნა­თე­სა­ო­ში ქი­რურ­გე­ბი...

სამ­წუ­ხა­როა, რომ გოგა ფი­ფი­ა­ზე ახლა წარ­სულ დრო­ში გვი­წევს სა­უ­ბა­რი
- 12 თე­ბერ­ვალს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 9 წელი სრულ­დე­ბა, ის სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 59 წლის ასაკ­ში ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE მა­მა­ზე სა­სა­უბ­როდ, მსა­ხი­ო­ბის და ექი­მის შვილს, ნანა ფი­ფი­ას და­უ­კავ­შირ­და.

ნა­ნას ოჯა­ხის ტრა­დი­ცია აღარ გა­უგ­რძე­ლე­ბია - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და წლე­ბია უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლის. უმუ­შა­ვია სხვა­დას­ხვა
ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მათ შო­რის, სო­რო­სის ფონდში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რად, ხან­გრძლი­ვად კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ნანა ფი­ფია ახლა ჩვენ­თან ერ­თად იხ­სე­ნებს მა­მას...

- პო­პუ­ლა­რო­ბა ფილ­მებ­მა მო­უ­ტა­ნა და თვი­თო­ნაც მოს­წონ­და ეს ამ­ბა­ვი... ცეკ­ვა უყ­ვარ­და ძა­ლი­ან. ერთხელ, ქორ­წილ­ში უნა­ხავს ნინო რა­მიშ­ვილს მისი ცეკ­ვა და უთ­ქვამს, ან­სამ­ბლში მო­დიო, მაგ­რამ უარი უთხრა: მე სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა მაქვს არ­ჩე­უ­ლი, კოს­მო­ნავ­ტო­ბა­ზეც არ მი­ფიქ­რია, ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ ექი­მი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვიო...


- ეს ალ­ბათ მისი ბა­ბუ­ის, ეგ­ნა­ტე ფი­ფი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო...

- ოჯახ­ში ყვე­ლა ექი­მი ჰყავ­და. ეგ­ნა­ტე გიჟ­დე­ბო­და გო­გა­ზე. მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გო­გა­საც. მისი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი იყო... ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილმში რომ იღებ­დნენ, ეგ­ნა­ტე თურ­მე ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყო­ფი­ლა, ლა­ნას სცე­ნა­რი უნდა შე­ვაც­ვლე­ვი­ნოო, არ მოს­წონ­და გო­გას გმი­რი, ლექ­სო ავა­რი­ა­ში რომ ხვდე­ბო­და. ფილ­მი "მზი­უ­რი" კი ძა­ლი­ან მოს­წონ­და - აქ გოგა რა კარ­გად მღე­რი­სო. მე კი არა, ჩემს ნამ­ღერს ნუგ­ზარ კვა­შა­ლი ახ­მო­ვა­ნებ­სო - მამა ეუბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ბა­ბუა იხ­ტი­ბარს არ იტეხ­და. ვერ არ­წმუ­ნებ­და, რომ თვი­თონ არ მღე­რო­და...


მამა ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბებს ხა­ლი­სი­ა­ნად იხ­სე­ნებ­და... სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვილ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ეგო­ნა, რომ მარ­თლა მისი ბე­ბია იყო... არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა და დიდ­მა მსა­ხი­ობ­მა ხელი შე­უ­წყო, რომ როლი თა­ვი­სუფ­ლად ეთა­მა­შა. ზურა ყიფ­ში­ძე კი მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო...

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ მამა ლი­ძა­ვა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც სახ­ლი გვქონ­და და ერთხე­ლაც მისი ცეკ­ვა რომ ნახა, მა­შინ­ვე მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ფილმში როლ­ზე აეყ­ვა­ნა. არა­და, გოგა იხ­სე­ნებ­და - და­უ­ფიქ­რებ­ლად ვი­ცეკ­ვე და რა­ღაც კარ­გი გა­მო­ვი­დაო... სა­ერ­თოდ, ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ნას მად­ლი­ე­რი იყო, ყო­ველ­თვის პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნებ­და. ისიც ჩვენს ოჯახს კარ­გად იც­ნობ­და... გააგრძელეთ კითხვა

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები