"თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა..." - რას გეგმავენ აქცის ორგანიზატორები, თუ შეზღუდვებს არ მოხსნიან?
"თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა..." - რას გეგმავენ აქცის ორგანიზატორები, თუ შეზღუდვებს არ მოხსნიან?
მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეების ნაწილი მზიურში, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდება.

მათ, მთავრობის წევრებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვის მოსახსნელად 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთ შესაძლებლობად სამთავრობო უწყებების პიკეტირება დაასახელეს.

"ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი.
პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები