"12- დღიანი კარანტინი გამომიწერეს, უნდა ვიყო სახლში ჩაკეტილი, დემონსტრაციულად ვარღვევ ამ უაზრო შეზღუდვას" - კვირის პალიტრა

"12- დღიანი კარანტინი გამომიწერეს, უნდა ვიყო სახლში ჩაკეტილი, დემონსტრაციულად ვარღვევ ამ უაზრო შეზღუდვას"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში იყო, სახლში ჯდომას არ აპირებს, რადგან "პისიარ" ტესტი გაკეთებული აქვს და დემონსტრაციულად უაზრო შეზღუდვის კანონს არღვევს. ამის შესახებ ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ დაწესებული რეგულაციები უაზროა, რადგან ხალხს შიმშილით კვდება, ეკონომიკა კი „ამოხუთულია“.

ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე ასევე განაცხადა, რომ სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12- დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულოად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია! ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს. არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში და ამბობდე: ესაა ყველაზე საუკეთესო ქმედება. დემონსტარციულად ვარღვევ იმ ერთ უწესო წესს, რომელიც დააწესეს, რომლის პრეცენდენტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავიწყოთ, ხალხო, პროტესტი და მათ არ უნდა დავემორჩილოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"