პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოურჩილებლობის აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიემართბიან. მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით: "ხალხს შია", "ხელები შორს აქტივისტებისგან", "თავისუფლება ირაკლი ფანგანს".აქტივისტები დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ გაუქმებას მოითხოვენ. დღეს აქციის მონაწილეები დაარღვევენ "კომენდანტის საათს".როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქართული ოცნების ოფისიდან გადაინაცვლებენ შსს- სთან, სადაც ირაკლი ფანგანის პატიმრობას გააპროტესტებენ.