გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, 28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.
სააგენტოს ცნობით, 28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.
"ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს,
ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი
დაფიქსირდება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
იყავი პირველი!