"უკვე მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა
"უკვე მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილის  კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა.

"15 იანვრის შემდეგ, რაც საქართველო დავტოვეთ, კორონავირუსზე ტესტი ყოველთვის უარყოფითს აჩვენებდა. ჩვენ დავიტესტეთ 14, 16 და 18 იანვარს და პასუხი სულ ნეგატიური იყო.

შაბათს საღამოს დავკარგე გემოსა და ყნოსვის შეგრძნება. გავიღვიძე და ცუდად ვგრძნობდი თავს. მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში, გავიკეთე ტესტი და დღეს, 25 იანვარს მომივიდა დადებითი პასუხი. უკვე მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. პირველად ივლისში დავინფიცირდი მსუბუქი ფორმით. მე არ ვიყავი გადამდები,
რადგან ოთოს არ ჰქონია კორონა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ არც ამჯერად აღმოვჩნდები გადამდები! ოთოს დღეს ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რომლებსაც მოუწევთ ტესტირება და კარანტინის გავლა.

ვიმედოვნებ, ათ დღეში კორონავირუსზე ტესტი ნეგატიური იქნება  და  შევძლებ  მონაწილეობა მივიღო  ვენის სახელმწიფო თეატრის "კარმენში“,
რომელიც ტელევიზიით და ონლაინ გადაიცემა. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას", - წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.






???
26 იანვარი 2021 10:20
ხომ არ ეშლებათ, ორჯერ არ გამიგია ვინმეს მოეხადოს კორონა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები