"ინტრიგნების საყურადღებოდ! შვიდჯერაც რომ დამემართოს კორონავირუსი, მაინც არ გავიკეთებ ვაქცინას..." - ანიტა რაჭველიშვილი კრიტიკოსებს პასუხობს
"ინტრიგნების საყურადღებოდ! შვიდჯერაც რომ დამემართოს კორონავირუსი, მაინც არ გავიკეთებ ვაქცინას..." - ანიტა რაჭველიშვილი კრიტიკოსებს პასუხობს
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილის კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა კრიტიკოსებს პასუხობს:
ინტრიგნების საყურადღებოდ!

ვაქცინა იმიტომ არ გავიკეთე ჯერ რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩვენთან ვაქცინა არ შემოსულა!
სხვაგან ვაქცინას არავინ გაგიკეთებს იმიტომ რომ პრიორიტეტული რიგი დგას და იმათ უკეთებენ ვაქცინას ვინც რისკჯგუფშია! პლიუს მოქალაქე უნდა იყო!
არც მილიონერი ვარ ,არც დიპლომატი და არც მთავრობის წარმომადგენელი რომ ავიღო და რიგს გადავახტე ან სადმე სხვა ქვეყანაში გავიკეთო ვაქცინა. კიდევ შვიდჯერაც რომ დამემართოს
კორონავირუსი მაინც არ გავიკეთებ ვაქცინას რისკჯგუფის ხარჯზე. მათ ვაქცინა ჩემზე მეტად სჭირდებათ!
ამიტომ თქვენი ბოროტი კომენტარები თქვენთვის შეინახეთ და ჩემი რიგი რომ დადგევა ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ!
ჯანმრთელობას და მეტ სიკეთეს გისურვებთ მაგ გულებში!" -
წერს ანიტა სოციალურ ქსელში.

შაქრო
26 იანვარი 2021 12:36
ნუ გაიკეთებ, ვინ გაძალებს და რას დიდგულობ
ტოტო
26 იანვარი 2021 12:27
რა ვქნა,მართალია ხისტი გამოთქმები აქვს,მაგრამ ფანტასტიკური საოპერო მომღერალია,ძალიან ნიჭიერია.
ქეთი
26 იანვარი 2021 11:49
მერედა ვინ დაგდევს შპრიცით?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები