გიორგი გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, გახსნის ის გეგმა, რომელიც მთავრობას აქვს წარმოდგენილი, დაჩქარდეს
გიორგი გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, გახსნის ის გეგმა, რომელიც მთავრობას აქვს წარმოდგენილი, დაჩქარდეს
როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

"კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც
დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით. ვაჭრობა მათ შორის, განათლება მათ შორის და გავხსენით მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას,
მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი - როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
28 იანვარი 2021 11:36
იორგი , როგორც კი მეტროს გახსნი , ყველა სადგურში ორ ორი გამჭვირვალე დიდი ყუთი დადგი , ლუქები დაადე რომ ვერავინ გახსნას, ერთი თავად პანდორას ყუთი, მეორე იმედისა ,ზებოსი, ერთში 30 წლიანი ავკაცობების ამსახველ უსტარებს ჩაგიყრიან , მეორეში მათი გაკეთილშობილებისას, ეგეთივე ვირტუალურიც გააკეთე , იმათთვის ვინც კომმპითა და გაჯეტებითა ხნავს ბარისა და წერაქვის მაგივრად და გექნება პისმა პრემიერუ გახარია , აი სტალინს რომ ქონდა პისმა სტალინუ , ყველას კითხულობდა უკლებლივ , რასაც პოსკრებიშევი ვერ დაუმალავდა , ასე იპოვა ზვერევი, კატუშა , კალაშნიკოვი და ამონიუმის გვარჯილა, დაასრულა კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია , ოპოზიცია და წერტილი დაუსვა ფაშიზმს ! მოერიდე ხრუშჩიოვებს , გვარია ეგა ერთგვარი , ხარობს ჩვენთან ჯამფაზიასა და ამბროზიასთან ბანკებისა და მევახშეების ,ონლაინების და მიკროსაფინანსოების თანამეგობრობასთან ერთად, სარეველაა ! გასაკრეფი ! პოსკრებიშევს ნუ აიყვან !
ალექს
27 იანვარი 2021 07:32
იგივეა ახლა იკითხო იზოლაცია და ლოქდაუნი ჯობს , თუ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების გზაო ! შვედები ჯოგის პრინციპით წავიდნენ , ვინც სასიკვდილოა , მოკვდესო , რაც მეტი დაინფიცირდება , ნაკლები იქნება გადამტანიც და იმისგან დასნებოვნებულიო, და ვინც ისედაც მიქელას სუბიექტია, წაიყვანს მაინცო ! ამას შვედი ეგუება და მეგრელ დიასახლისს ბანძაში მიკოტახილიდან გამოთხოვილს, რომ უთხრა მუასკან უნდა მოკვდესო, ის კი მუმა'ონირს და მუმაშმანგიორსაც უფრთხილდება, ხომ ამოიდო წყევლით ცერცვაძე -გამოვა მიტინგზე , რა ქნას გახარიამ ?! ორივე უნდა გამოიყენოს , ანუ ნაწილობრივ ლოქდაუნი და იზოლაცია ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების ელემენტებით ! ასეც შვება , მაგრამ გვიმალავს, რომ მიტინგზე არ გამოვიდეთ ! შვედივით მშვიდად ხომ არ შევხვდებით აბა ამ გზას ?! იყიდე ორივე !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები