"გარ­წმუ­ნებთ, ჩემ­ზე მე­ტად არ გენ­დო­მე­ბათ, მამა რომ კარ­გად იყოს" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას - კვირის პალიტრა

"გარ­წმუ­ნებთ, ჩემ­ზე მე­ტად არ გენ­დო­მე­ბათ, მამა რომ კარ­გად იყოს" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ინფორმაციას მამის მდგომარეობის შესახებ მომღერლის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური ავრცელებს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე სხვადსხვა მედიასაშუალებითა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ "ფეიკნიუსებსაც" ეხმაურება:

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მე მესმის თქვენი ყველასი ინტერესი მამას მდგომარეობასთნ დაკავშირებით და ჩვენი ოჯახის განსაცდელის ასე გულთან ახლოს მიტანისათვის თქვენ თითოეულს უღრმესი მადლობა. მე ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ ამას და მადლობელი ვარ თქვენი ასეთი სიყვარულისათვის და გვერდში დგომისათვის. მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა დღეს, რომ გითხრათ უკვე ჩემი სიტყვებით და არა ჩემი შვილისგან გაზიარებული სტატუსით შემდეგი:

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიიღებთ აბსოლუტურ სიმართლედ ასეთი ტიპის სტატუსებს! პირდაპირ ვიტყვი - ჩემთვის უზნეოს და არაეთიკურს!!! ვინაიდან ერთი სიტყვითაც არ შეუკითხავთ არავის და არ შემხმიანებია არც ერთი "ჟურნალისტი" ამ საიტიდან, რომ ასე მარჯვეთ და დიდის სასიხარულო დადასტურებით დაედოთ აქ ეს ინფორმაცია. ექიმებთან საუბრიდანაც ვიცი, რომ მათ არავისთვის არ მიუციათ ოფიციალური ინფორმაცია (ჩემი თანხმობის გარეშე და ჩვენი ოჯახის სურვილის გარეშე ისინიც კი ვერ ბედავენ ვერანაირი ინფორმაციის გაცემას). აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ დაიჯერებთ ინტერნეტ-სტატუსების ჟივილ-ხივილს ანდა ცოტა ხანი მაინც შეჩერდით თქვენს მწუხარებასა თუ სიხარულში, სანამ არ დადასტურდება ინფორმაციის აუთენტურობა. ნუთუ 2 კვირის წინანდელი ამბავი აშკარა მაგალითი არ იყო იმისა, თუ როგორ უნდა აღიქვა და გაფილტრო ინტერნეტში ინფორმაცია?!

როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ გაცნონბებთ, ღმერთის წყალობით სასიხარულო ინფორმაციას. ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით, რომ სიმართლეა, ზუსტად ისევენაირად, როგორ მაშინ მისამძიმრებდით! თუ ჩემთან არ გებადებათ ის თავდაპირველად საჭირო შეკითხვა - ქეთი მამა როგორაა, რომ დაელოდოთ ჩემს პასუხს და ეგრევე მოლოცვებით მახარებთ, - ხომ არ ჯობია მაშინ ჯერ იმათთან გადაამოწმოთ, სადაც ამოიკითხეთ ეს სიახლე, პირადში მიწერეთ მათ და შეეკითხეთ, საიდან იციან და ვინ მოაწოდა ეს ინფორმაცია და ნამდვილად სიმართლეა თუ არა? და მერე კიდევ ცოტა ხანი დაელოდეთ.... აბა კიდევ რას დაწერენ ინტერნეტში... გარწმუნებთ, ჩემზე მეტად არ გენდომებათ, მამა რომ კარგად იყოს. ამჟამად მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმე. გმადლობთ", - წერს ქეთი წიკლაური.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.