"ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი" - რას წერს დავით ზალკალიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა
26-01-2021
"ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი" - რას წერს დავით ზალკალიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, მკურნალობას სახლში აგრძელებს.

"მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები",
- წერს ზალკალიანი "ფეისბუქზე"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ყველაზე რეალური გზა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ყველაზე რეალური გზა?
თვის კითხვადი სტატიები