26-01-2021
განცხადებების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა, რომ მოიხსნას ამას ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებს.როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა.
“პანდემია ობიექტურად ეს არის ძალიან დიდი უბედურება მსოფლიოსთვის და საქართველოს არ აუარა პანდემიამ გვერდი. კი ბატონო, დავუშვათ მთავრობა დაემორჩილა, მოუსმინა ამ პოპულისტურ მოთხოვნებს. ეს საპროტესტო აქციები კი, ალბათ სპონტანურადაც არის, მაგრამ
ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, რომ არ გამოიჩინეს საკმარისი სიმკაცრე, მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა მთავრობამ მაშინაც. ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერში და დეკემბერში. ახლა თუ იგივე შეცდომას გავიმეორებთ და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში და მერე ხელახლა იქნება სათქმელი, რომ კიდევ დავუშვით შეცდომა, არ უნდა დავთანხმებოდით აი ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს და არ უნდა გადაგვეყარა ისევ წყალში ის, რასაც დღეისთვის მივაღწიეთ”, - განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ძნელია რიგით ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გააგებინო შეზღუდვების აუცილებლობა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.
“ძალიან ძნელია, მესმის, რიგით ადამიანს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, რომელსაც უჭირს გააგებინო, მაგრამ მე ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს. ყველა შეზღუდვის მოხსნა არ არის უკეთესი გამოსავალი. რომ არ გაღარიბებულიყო ეს ხალხი ამიტომ ზაფხულში მათ გაუხსნეს ყველა შესაძლებლობა და ამიტომ მივიღეთ ნოემბერი და დეკემბერი”, - აღნიშნა ცერცვაძემ.
"ინტერპრესნიუსი"
რას ვიზავთ ?
ამ კაცის ადგილს 90 წლებში მიღებული დებილი დიპლომიანები ელოდებიან სულმოუთქმელად . იმ დებილების ეს სჯობია განათლებით მაგრამ ესეც 30 ვერცხლად გაიყიდა.
რა სამწუხაროა:((((((