"ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ამისი არგუმენტებიც არსებობს" - კვირის პალიტრა

"ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ამისი არგუმენტებიც არსებობს"

"კორონავირუსი დღეს არ გაჩენილა, სულ იყო; იდენტიფიცირება მოხდა და დაავადება გამოიწვია" - ამის შესახებ ლევან რატიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ამის არგუმენტებიც არსებობს. ქართველმა ექიმებმა დიდი გამოცდილება მიიღეს კოვიდთან ბრძოლაში, დიდი ცოდნა მივიღეთ ყველამ ერთად, ყველაზე დიდი ცუდი წარსულში დავტოვეთ და იმედია, მომავალი უკეთესი გვექნება.

კორონავირუსი დღეს არ გაჩენილა, სულ იყო; იდენტიფიცირება მოხდა და დაავადება გამოიწვია. გავა პერიოდი და ესეც წარსულს ჩაბარდება. მხოლოდ ლიტერატურაში აღიწერება" - აღნიშნა რატიანმა.

www.palitravideo.ge იხილეთ ვიდეო: