"თუ არ ვხსნით, რა ალტერნატივას ვთავაზობთ მათ, ვინც ბოლო ქონება ჩადო ბანკში, აიღო სესხი, რომლითაც უზრუნველყოფდა ბიზნესის მუშაობას და ოჯახს არჩენდა"
"თუ არ ვხსნით, რა ალტერნატივას ვთავაზობთ მათ, ვინც ბოლო ქონება ჩადო ბანკში, აიღო სესხი, რომლითაც უზრუნველყოფდა ბიზნესის მუშაობას და ოჯახს არჩენდა"
მესმის, რომ ძალიან რთული პერიოდია, რომ გახსნა შეიძლება იყოს უფრო მეტ პრობლემასთან დაკავშირებული, მაგრამ თუ არ ვხსნით ალტერნატივას რას ვთავაზობთ მცირე ბიზნესს? ეს უკვე გრძელდება ერთი წელია და ეს ადამიანები დახურულ რეჟიმში ყველა გადასახადს იხდის, რა გადასახადიც დაკისრებული აქვთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახი კახიშვილმა პალამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მცირე ბიზნესით დაკავებულმა ადამიანებმა უკანასკნელი ქონება ჩად
ეს და სესხი აიღეს, იმისთვის, რომ საკუთარი საქმე წამოეწყოთ და ეს ბიზნესები გახდა მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო. კახიშვილის განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე საყოველთაო ჩაკეტვის შემდეგ, ისინი არ გათავისუფლდნენ არც საშემოსავლო და არც არ კომუნალური გადასახადებისგან, საბანკო ვალდებულებებს კი ძველებურად ასრულებენ. მან პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საკითხით კიდევ ერთხელ დაინტერესებისკან მოუწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა ქვეყნის
არც ერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს.

"მინდა ყურადღება გავამახვილო პანდემიის საკითხებზე, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ და ფაქტობრივად, ასეთი პერიოდი ჯერჯერობით მსოფლიოს არ ახსოვს. ერთი მხრივ, მე ვხედავ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას დაეხმაროს. ჩვენ, ასევე, ვიცით, რომ ქალაქ თბილისის მერია დახმარებას უწევს მოქალაქეებს, მაგრამ მეორე მხრივ, გვაქვს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მცირე ბიზნესთან. ვიცი, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ბოლო ორი დღის განმავლობაში შეხვედრები შედგა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, მაგრამ საკითხები არის ძალიან რთულად. კერძოდ, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ბოლო ქონება ჩადეს ბანკებში, აიღეს სესხები და ამ სესხებით უზრუნველყოფდნენ ბიზნესის მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული თანხებით იკვებებოდნენ და ოჯახებს არჩენდნენ, მაგრამ ახლა, ფაქტობრივად, მივიღეთ ის, რომ დაკეტილია მათი ბიზნესი, სესხი სესხად არის და ამავდროულად, ურთულეს პირობებში არიან, არ არიან გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადებისგან, აღარ ვსაუბრობ კომუნალურ გადასახადებსა და სხვა საკითხებზე და საბანკო სესხებზე. ამიტომ, გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ საკითხს უფრო სერიოზულად და შევხედოთ, რა შეგვიძლია ჩვენ. რა შეღავათები შეგვიძლია დავუწესოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ უბრალოდ გადარჩნენ. გთხოვთ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცი, რომ თქვენ აქტიურად მუშაობთ ამ საკითხებზე, კიდევ ერთხელ მთავრობასთან გაიაროთ ეს საკითხები და იქნებ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდეთ. ასოციაციებს რომ ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლები, ვიცი, მაგრამ არიან კატეგორია ადამიანების, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ასოციაციაში და ამავდროულად, მათ სჭირდება დახმარება და ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს არც ერთი მოქალაქე,"- განაცხადა კახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები