"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ის არის, წყვი­ლე­ბი ასაკ­ში რომ არი­ან ერ­თად" - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ის არის, წყვი­ლე­ბი ასაკ­ში რომ არი­ან ერ­თად"

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

უყვარს გამოთქმა - ცხოვრება არის მოგზაურობა და არა - დანიშნულება. ambebi.geობს, - მეც ისე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, როგორც მოგზაურობას, მთავარია, დანიშნულების ადგილამდე მივიდეო. უკან ყურება არ სჩვევია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ ივლიდა. ახლახან კოვიდი დაამარცხა, ambebi.geობს, იოლად გადავიტანე და მგონი, ამაში D ვიტამინი დამეხმარაო. ბავშვობაში ბალერინობა ჰქონდა ოცნებად, ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდა, მაგრამ, საბალეტო კარიერის გაგრძელება არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ძალიან შორს გაიჭრა - კონტინენტიდან კონტინენტზე და ქვეყნიდან-ქვეყანაში სიარული დასჭირდა გამოცდილებისა და განათლების დასაგროვებლად. მათ შორის ცხელ წერტილებშიც ჩადიოდა, ტერაქტსაც ძლივს გადაურჩა და სასწრაფოდ ევაკუაციამაც მოუწია. პოლიტიკოსი, დიპლომატი და მკვლევარი სალომე სამადაშვილი მის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად იმ დანიშნულებამდე მისვლას მიიჩნევს, რასაც საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრება ჰქვია.

"ჩვენი ეზო"

- გავიზარდე პლეხანოვზე, ახლა აღმაშენებელი რომ ჰქვია, თბილისურ ეზოში. მას მწერლების ეზოს ეძახდნენ. ბევრ ცნობილ მწერალს შორის, ჩემს მეზობლად ჩემი საყვარელი მწერალი ოთარ ჭილაძეც ცხოვრობდა.

პატარა სალომე

ერთის მხრივ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი მყავდა, ჩვენს ეზოში ახალგაზრდები მოდიოდნენ გასართობად, იყო დიდი მხიარულება. ბავშვობაში ეს ეზო ისე მიყვარდა, რომ ჩემთვის კოშმარი იყო, საცხოვრებლად სხვაგან რომ გადავდიოდით. დღემდე ძალიან მიყვარს პლეხანოვის 179... მიუხედავად იმისა, რომ იქ აღარ ვცხოვრობ, ის მაინც ჩემს სახლად მიმაჩნია. ბრიუსელში როდესაც ვცხოვრობდი და ელჩი ვიყავი, ძალიან გადაღლილმა მძღოლს ვუთხარი, სახლში წავიდეთ, პლეხანოვზე-თქო და გაოცებულმა შემომხედა. ასე რომ, ეს სახლი ჩემს სახლად დარჩა. ერთი ძმა მყავს, რომელიც დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს. ესეც ჩვენი ქვეყნის ერთი მთავარი პრობლემაა, როცა ოჯახების უმრავლესობიდან ერთი წევრი უცხოეთშია წასული.

"ასე აღმოვჩნდი ამერიკაში"

- თბილისში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე და მეორე კურსიდან ამერიკაში წავედი სასწავლებლად, იქ მივიღე განათლება პოლიტიკური მეცნიერების და საკონსტიტუციო სამართლის ადმინისტრირების დარგში. ჩემი ეს არჩევანი მაშინ ძალიან არაორდინალური იყო, ვინაიდან, ქალისთვის იურიდიული ფაკულტეტი მაინც და მაინც არ იყო პოპულარული. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი. რატომღაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. მერე საერთაშორისო ურთიერთობებზე ვფიქრობდი ჩაბარებას და მაშინ შევხვდი ძალიან საინტერესო ადამიანს - ანა კორძაია-სამადაშვილის დედას, ქალბატონ ნანულის - იურისტსა და პროფესორს და მან დამარწმუნა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი ქულები მივიღე, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დავტოვე იურიდიული ფაკულტეტი. ამის შემდეგ გავიმარჯვე კონკურსში, ამერიკის საელჩომ საქართველოდან 4 ადამიანი შეარჩია სწავლის გასაგრძელებლად და სრული დაფინანსებით. ასე აღმოვჩნდი ამერიკაში...

მამაჩემი პროფესორია ტექნიკურ უნივერსიტეტში, მამაც და დედაც ინჟინერ-ფიზიკოსები არიან და ინტელიგენციის იმ ფენას მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც 90-იან წლებში ნამდვილად არ ჰქონდათ ამერიკაში ჩემი განათლების დაფინანსების საშუალება. ძალიან გამიმართლა, როცა ამერიკის კონგრესის სრული დაფინანსებით წავედი ამერიკაში და მერე უკვე შევძელი, რომ სტიპენდიები მიმეღო და ამის დახმარებით შევძელი ამერიკასა და ევროპაში განათლების მიღება. დავამთავრე პოლიტიკური მეცნიერება და ფილოსოფია კოლეჯში, ბაკალავრიატის დონეზე, შემდეგ ორი მაგისტრის ხარისხი დავიცავი - ერთი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო სამართალში და მეორე - ვაშინგტონში, ამერიკის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მართვის მიმართულებით. ჩემი განათლება სრულად ჩემს მიერ იყო დაფინანსებული სტიპენდიების დახმარებით. მაგისტრატურაში სწავლის დროს, პროფესორის თანაშემწედ ვმუშაობდი საკონსულტაციო ფირმაში, ვაშინგტონში. ასე რომ, ძალიან დატვირთული სტუდენტობა მქონდა, თან ვსწავლობდი, თან - ვმუშაობდი.

დაბრუნება საქართველოში

- 2003 წელს დავბრუნდი, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. მაშინ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ახალი რეალობა დგებოდა. მანამდე ისე უიმედოდ გამოიყურებოდა ამ ქვეყნის მომავალი, რომ ალბათ ჩემი პროფესიული კარიერის გაგრძელებას საქართველოში, არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავდი. "ვარდების რევოლუციამ" ახალი შესაძლებლობები მოიტანა... რევოლუციის შემდეგ ვიყავი პარლამენტის წევრი, ერთი წლის შემდეგ კი ელჩად გავემგზავრე ბრიუსელში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ვიყავი, საელჩოდან წასვლის შემდეგ კი - საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მოგეხსენებათ, 2016 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ახალი ადამიანი შეუერთდა, არჩევნებზე პარტია განახლებული შემადგენლობით წარდგა და მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ალბათ ყველა ადამიანს აქვს წარმოდგენილი, რას უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, ყველას თავისი საზომი აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს, გახდეს ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ მკითხავთ, რა არის ჩემთვის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, გიპასუხებთ, რომ სწორედ ეს - ჩვენი ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრება. ამას ოცნებას არ დავარქმევ, ეს არის ჩემი პოლიტიკური საქმიანობის მიზანი. ყველაზე ბედნიერი დღეები ვფიქრობ, წინ არის - ველოდები დროს, როდესაც ნატოში საქართველოს დროშა აღიმართება.

ტერაქტს გადარჩენილი

- მგონია, ცხოვრებაში უნდა გააკეთო ის, რაც რთულია და საინტერესო. მაშინ ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამაზე ვმუშაობდი და ცხელ წერტილშიც მიწევდა ჩასვლა. რთული ქვეყანა იყო ლიბია, მაგრამ საინტერესო გამოცდილება მივიღე. მიმაჩნია, რომ ცხოვრება, ზოგადად, საინტერესო გამოცდილებებისგან შედგება... არც ის იყო მარტივი, რომ 18 წლის ასაკში მარტო წავსულიყავი ამერიკაში. მაშინ ინტერნეტი, სკაიპი არ არსებობდა და სრულიად მოწყვეტილი იყავი შენს ოჯახს, მეგობრებს. მივიჩნევ, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღება ქმნის ადამიანს იმად, რაც არის. ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი...

ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე. სიმართლე გითხრათ, მაშინ ლიბიაში, ტრიპოლში ჩასვლა მართლა რისკის შემცველი იყო იმიტომ, რომ... გააგრძელეთ კითხვა

ambebi.ge