"რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი!10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია! მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა დროზე და უშველეთ ხალხს!" - კვირის პალიტრა

"რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი!10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია! მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა დროზე და უშველეთ ხალხს!"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს

როგორც სოციალურ ქსელში "ფეისბუქი" სააკაშვილი წერს, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში,შედის საქართველო.

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიმართოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.

"კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას.

ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ.

შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!

რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი!

10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია!

უახლოეს პერიოდში მე მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ დაგიდოთ მასალები, როგორ იპარავთ თქვენ კონკრეტული სახელებით, გვარებით, გადარიცხვებით, ოპერაციებით - კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე.

მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის მეათე ხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა", - წერს სააკაშვილი.

"საქართველოს საელჩომ მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე"