"მარგარიტა ბებოს მძიმე და ტრაგედიით აღსავსე ცხოვრებაში დღევანდელი დღე, ალბათ, გამონაკლისია" - ვინ არის 94 წლის ქალბატონი, რომელსაც კახი კალაძემ სახლი გადასცა
94 წლის მარგარიტა ქაჯაიას, დედაქალაქის მერმა  კახი კალაძემ სახლი გადასცა.

როგორც თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი წერს, 94 წლის მარგარიტა ქაჯაიას, კახი კალაძის დამსახურებით, დღეიდან საკუთარი ბინა ექნება. მას ბინის საკუთრების შესახებ ფურცელი კამერების წინ გადასცეს.

"94 წლის მარგარიტა ქაჯაიას უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა თბილისის მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა მაინც საკუთარი თვალით წაიკითხა.

მარგარიტა ბებოს მძიმე და ტრაგედიით აღსავსე ცხოვრებაში დღევანდელი დღე, ალბათ, გამონაკლისია. ოჯახის 4
წევრის გარდაცვალების და უბინაოდ დარჩენის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა და თავი მუნიციპალურ ფართს შეაფარა. ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მარგარიტა ბებო 20 კვადრატულ ფართში ათეული წელია ცხოვრობს, თუმცა მუდმივ შიშში, არავის გაესახლებია.

დღეიდან მას საკუთარი ჭერი აქვს", -  წერს მანანა თოქმაჯიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


წყარო





xxx
28 იანვარი 2021 18:28
მეც ვიცი, რომ არაერთი სიკეთე აქვს გაკეთებული საკუთარი ჯიბიდან, ისიც ვიცი რომ ჩემს ნაცნობს რომელიც მისთვის უცხო იყო, ემიგრანტი დედის საქართველოში გადმოსვენებაში რამოდენიმე ათასი ევრო ჩაურიცხა და ეს მიშას პერიოდში მოხდა როდესაც პოლიტიკური პირი არც ყოფილა, მაშინ გავიგე რომ იტალიაში ძალიან ბევრ ქართველს დახმარებია.
ნადეჟდა
28 იანვარი 2021 17:35
ჩემთვის პოლიტიკა და პოლიტიკოსები ყვავ/ყორნები არიან ყველა წასულ/მოსული, მაგრამ რა მაგარი ნაცმაცუნა და თვალდახუჭული უნდა იყო რომ კალაძის უამრავი ნაკეთები სიკეთე არ ან/და ვერ დაინახო. უბრალოდ მიმბაძველობითი უარყოფაა და "კაი ტიპობა" ნაცებში, კალაძის საქმის არ დანახვა? ისე სიკეთის არ დანახვა ცოდვაცაა ნაცუკებო....
uutr
28 იანვარი 2021 16:45
ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს კამერების გარეშეც (საკუთარი ჯიბიდან), უბრალოდ შენ ვერ ხედავ კამერების გარეშე და როგორ დაიჯერებ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები