"რუსებმა მოიტანეს საქართველოს დროშა, დააფინეს და მითხრეს, ამაზე მოშარდეო, - არ ვიზამ-მეთქი. გონების დაკარგვამდე მცემეს..."
"რუსებმა მოიტანეს საქართველოს დროშა, დააფინეს და მითხრეს, ამაზე მოშარდეო, - არ ვიზამ-მეთქი. გონების დაკარგვამდე მცემეს..."
რას ჰყვებიან აგვისტოს ომის დროს დაზარალებულები

სტრასბურგში სარჩელი 12 წლის წინ შეიტანა ოკუპირებული თამარაშენიდან დევნილმა დავით ძაძამიამ. ის დედასთან, ვალია აიდარაშვილთან ერთად ცხინვალში ტყვეობაში აღმოჩნდა და 18 დღე გაუსაძლის პირობებში, წამებაში გაატარა. მათ საჩივრის მომზადებაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა. 4 წლის წინ დათო ძაძამია წარდგა კიდეც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და განვლილ მძიმე დღეებზე თავად უამბო ევროსასამართლოს იმ 17 მოსამართლეს, რომლებმაც ვერდიქტი 21 იანვარს გამოიტანეს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა"
გამოქვეყნდა:

"სტრასბურგში მტკიცებულებების განხილვის დროს ერთ-ერთ მოწმედ ვიყავი მიწვეული. სულ 8 ადამიანი, სამხედრო და სამოქალაქო ტყვეები ჩავედით. სათითაოდ შევყავდით პროცესზე ჩვენების მისაცემად. სასამართლოს მხრიდან ბევრი შეკითხვა არ დასმულა, მხოლოდ რუსეთის მხარის წარმომადგენელი ამტკიცებდა, მოხუცები არ გვიცემიაო... ჩემს ამბავს რომ ვყვებოდი, მოსამართლეების მხრიდან თანაგრძნობა ვიგრძენი..."

"მეზობელი
80 წელს გადაცილებული ქალბატონი იყო. ის და დედა სწრაფად სიარულს ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ აჩაბეთში აგვიყვანეს რუსმა სამხედროებმა. სოფლებში მხოლოდ მოხუცები იყვნენ დარჩენილი - ისინი, ვინც გაქცევა ვერ მოახერხა ან სახლი არ დატოვა. შეგვაგროვეს ეს ხალხი და წაგვიყვანეს ცხინვალში, სადაც უკვე ვერ გაარჩევდი, ვინ ვინ იყო..."

"დააფინეს ძირს საქართველოს დროშა და გვითხრეს, ახლა ამ დროშას ფეხით გადაუარეთ და დააფურთხეთო. ეს არავინ გააკეთა. სწორედ მაშინ დაგვიწყეს ცემა. სასტიკად მცემეს, თავი და ცხვირი გამიტეხეს. მერე გაგვამწკრივეს და შეგვიყვანეს შს სამინისტროს იზოლატორში. როგორც ახალგაზრდა, გამომარჩიეს და გვერდზე გამიყვანეს. ისევ მოიტანეს დროშა, დააფინეს და მითხრეს, ამაზე მოშარდეო. - არ ვიზამ-მეთქი. გონების დაკარგვამდე მცემეს..."

"დედა უყურებდა და ამასაც განვიცდიდი. თავიდან ტიროდა, მერე თითქოს მიეჩვია და მარტო თვალებით მელაპარაკებოდა. ვცდილობდით, სიტუაცია ემოციებით არ გაგვერთულებინა. ვერ წარმოიდგენთ, ისეთ ცემა-ტყეპაში ვყავდით. ძალიან ცუდად ექცეოდნენ ქალებს, არც მოხუცები დაინდვეს, ახალგაზრდები - მით უმეტეს.
მერე 10-12 მამაკაცი ცხინვალის ქუჩებში წაგვიყვანეს. საშინელება იყო ჩვენი დაღუპული ვაჟკაცების ცხედრების ნახვა, რომელთა შეგროვება დაგვავალეს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 28 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა
ილია
29 იანვარი 2021 20:11
ოსებთან ერთად თანაცხოვრება? გამორიცხედ, რეალურად შეხედეთ ყველაფერს.
გიგი
28 იანვარი 2021 19:33
აზერბაიჯან სომხური კარგი მაგალითი გვაქვს, ერთხელაც რუსებს მაგათვის არ ეცლებათ და იმედია ჩვენ და ინგუშები წართმეულს დავიბრუნებთ, მთავარია მოთმინება და ქვეყნის გაძლიერება.
imereli
28 იანვარი 2021 18:47
ეს იყო სააკაშვილის უგუნური პოლიტიკა მან კარგად იცოდა რომ წაგებულ ომს თამაშობდა მაგრამ მაინც გააკეთა. და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ბევრი სხვა მიწებიც დაკარგა. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ადამიანი იყო რუსეთის აგენტი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები