პირი, რომელმაც დიღმის მასივში მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, დაკავებულია - კვირის პალიტრა

პირი, რომელმაც დიღმის მასივში მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, დაკავებულია

პოლიციამ "ნიკორას" თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ "ნიკორასთან", ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს",-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"