„ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას" - კვირის პალიტრა

„ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას"

"ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს, ქვეყანა უნდა გაიხსნას"- ამ სლოგანით პარლამენტის წინ მოძრაობა "ხალხისთვის" და არასამთავობო ორგანიზაციებმა აქცია გაიმართეს. აქტივისტებმა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მოითხოვეს. აქტივისტების განმარტებით, თანამდებობის პირები, რომლებმაც მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესეს, თვითონ ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილებიან და ამ ფონზე კი მოქალაქეების საჭიროებები არ ესმით. ამასთან, აქტივისტებმა აქციაზე ჩამოთვალეს იმ მაღალი თანამდებობის პირების სახელები და გვარები, რომლებიც მათივე თქმით, ძვირადღირებული ავტომანქანებით გადაადგილდებიან.

"ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებს გვიწერესებენ, შავ ჯიპებში სხედან და ჩვენი პრობლემები არ ესმით, მათ არ ესმით ჩვენი სოცილაურ ეკონომიკური საჭიროებების. მოვუწოდებთ შეზღუდვების მოხსნისკენ", - განაცხადა აქტივისტმა ნინო წულაძემ.

მათივე განმარტებით, 29 ინვარს, 11:00 საათზე კიევის ქუჩაზე შეიკრიბებიან და დაწესებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით ავტომობილების სიგნალით აქცია-პერფორმანსს გამართავენ სახელწოდებით "მიეცი სიგნალი".

"ინტერპრესნიუსი"