"რამდენჯერ მტირალს სიჩუმეში ცრემლით ჩამძინებია...არაფერია მისი სადარი ამ ქვეყანაზე, არც თანამდებობა და არცერთი მსოფლიო ტიტული" - რას წერს ლუკა კურტანიძე მეუღლეზე - კვირის პალიტრა

"რამდენჯერ მტირალს სიჩუმეში ცრემლით ჩამძინებია...არაფერია მისი სადარი ამ ქვეყანაზე, არც თანამდებობა და არცერთი მსოფლიო ტიტული" - რას წერს ლუკა კურტანიძე მეუღლეზე

მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ლუკა კურტანიძე მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს ემოციურ წერილს უძღვნის.

მადლობა უფალს, რომ ეს ადამიანი არის ამ ქვეყანაზე და მადლობა უფალს, რომ მიწყალობა და მიკურთხა მასთან უსასრულო და მარადიული სიყვარული... მაგრამ ახლა კი მეორე ზამთრია, რაც განსაცდელმა ცივი სიმარტოვე შემოიტანა ჩვენს სულს და გულში! აირია ერთიმეორეში დარდი,სინანული და ცრემლი! ამ გაუსაძლის დროში კი რამდენჯერ მტირალს სიჩუმეში ცრემლით ჩამძინებია და სიზმრად ბედნიერი წამით გამიხარია ....ამ დროის გადასახედიდან აუტანელია ტკივილი რომელიც გახსენებს ყოველ ბედნიერ დღეებს და დაჭრილ სულში უფრო მეტად გტკივა ყოველი ის ბედნიერი წამი... ! ჩემს სულში ვიძახი ვის მოუყარო მუხლი? ვის შევთხოვო ეს სათხოვარი თუ ტკივილი?!  ვის შევბედო და ვის გავუზიარო ეს სულის წუხილი?! ღმერთს თუ სიყვარულს?! ყოველ წმინდანს თუ სიყვარულს? ! ეს ხომ ერთია?! ხოდა თვალცრემლიანი მუხლმოყრილი გთხოვ, ღმერთო მაღალო, მიცოცხლე და მიხარე ის ამ ქვეყანაზე, სადაც არ უნდა იყოს შორს, თუ ახლოს... მიმყოფე ის ბედნიერი და თუნდაც შორიდან მანახე მისი სიხარულით სავსე სიცოცხლე! მე მეტი არაფერი მინდა მისგან!.... ნუ გამკიცხავთ და სისუსტედ ნუ ჩამითვლით ამ წერილს, უბრალოდ თვალცრემლიანი გეტყვით, არაფერია მისი სადარი ამ ქვეყანაზე, არც თანამდებობა,  არც რაღაც სიმაღლე, არც ქონება და არცერთი მსოფლიო ტიტული ...ეს ყველაფერი სიცარიელეა თუ სულში ტირიხარ და ამასთანავე ის ბედნიერება დაკარგე რისთვისაც ღირდა ამ ქვეყანაზე ცხოვრება! დიახ, ასე უნდა გიყვარდეთ ! ღმერთამდე შეიყვარეთ სიყვარული და სიცოცხლით გაუფრთხილდით მას! და ბოლოს, იმედით, ალბათ უფრო მეტად მუდარით ვამბობ ამ სიტყვებს ... ეგებ გაზაფხულდეს? ! ... ეგებ ოდესმე დათბეს?! და ეგებ იხაროს უფალმა ამ სიყვარულით?!. .. მაპატიეთ, ყველაფერი წარმავალია .... მაგრამ იქ მიმავალიც ბოლო სიტყვას ვეტყვი მას .... თუნდაც ის შორს იყოს.... მიყვარხარ ღმერთამდე!" - წერს ლუკა კურტანიძე.

ინფორმაციისთვის, ლუკა კურტანიძე პიარ-სპეციალისტ ხათუნა მიქაცაძეზე 2014 წელს დაქორწინდა. მათი სიყვარულის ისტორია დიდხანს იყო გასაიდუმლოებული. ლუკა კურტანიძემ ხათუნა მიქაცაძეს ხელი, ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე მოულოდნელად თხოვა. ხათუნა მაშინ ჭიდაობის ფედერაციის სპიკერი იყო.

"ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა... ზუსტად 12 წლის შემდეგ, მეც მივდივარ პოლიტიკური ველიდან"

წყარო