"მერე ხვდები, რომ თურმე მასზე იყავი დამოკიდებული" - ვინ არის ქალი, რომელიც "ბოინგს" მართავს
"მერე ხვდები, რომ თურმე მასზე იყავი დამოკიდებული" - ვინ არის ქალი, რომელიც "ბოინგს" მართავს
28 წლის მაგდა ქააძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კურსდა­მთავრებულია და უკვე ორი წელია, "ჯორჯიან ეარვეისში" მუშაობს. საფრენოსნო ფაკულტეტზე ჩაბარება რომ გადაწყვიტა, მშობლებს წინააღმდეგობა­ არ გაუწევიათ. დღეს მაგდა "ბოინგს" მართავს.

- 14-15 წლიდან ვვარჯიშობდი კიკბოქსინგში, ვიყავი საქართველოს ჩემპიონი, ავიღე შავი ზღვის თასიც. ჩემი ძმა ჩემზე­ ორი წლით უფროსია. ისიც საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლობდა. ბიძაშვილებიც მფრინავები მყავს. სკოლას რომ ვამთავრებდი, მივხვდი, რომ მეც პილოტობა მინდოდა.­ დედა მაინცდამაინც არ აღფრთოვანდა, ძმამ ჩვეულებრივად მიიღო, მამამ კი
მითხრა, თუ გინდა, უნდა გააკეთოო. გამოცდები ჩავაბარე, მეორე დღეს კი მამაჩემი თუშეთის გზაზე დაიღუპა... მამას ცხვრის ფერმა­ ჰქონდა და ჩემი ძმა იძულებული გახდა, სოფელში დაბრუნებულიყო და მეურნეობისთვის მიეხედა, რომ სწავლის გაგრძელება მე მაინც შემძლებოდა. თავდაუზოგავად შრომობდა და ცდილობდა, ოჯახიც ერჩინა და ჩემი სწავლის ფულიც გადაეხადა.
დედა პროფესიით პედაგოგია, მაგრამ ახლა დიასახლისია, ძმა უკვე გამოცდილი ფერმერია, ქმარი კი ჯარისკაცია და თან მფრინავის პროფესიას ეუფლება. მფრინავობა ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.

მიუხედავად იმისა,­ რომ ძალიან რთულია, მე მაინც ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო. რაც დრო გადის, ჩემი პროფესია უფრო მიყვარდება, თუმცა ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. აუცილებელია მოთმინება, სწრაფი, ლოგიკური აზროვნება, შრომისმოყვარე უნდა იყო, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს - სხვანაირად ამდენი ადამიანის ბედს ვერ ინდობ. სწავლის პროცესიც არ არის ადვილი და დიდ მოთმინებას მოითხოვს. როცა ინსტრუქტორთან ერთად ხარ, გგონია, ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ მერე ხვდები, რომ თურმე მასზე იყავი დამოკიდებული...


ჩემს თავში კიდევ ბევრი ახალი რაღაც აღმოვაჩინე. მაგალითად, თურმე შემძლებია ხატვა, სუვენირების კეთება და საახალწლო მორთულობების შექმნა. ვფიქრობ, ვარ ძლიერი ქალი, რომელსაც ცხოვრებაში არაფრის შეეშინდება. ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ყველა სიძნელის დაძლევა შეიძლება, მთავარია მობილიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ზურა სოლომნიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები