როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით,  როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

"ხვალიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. ზოგ რაიონებში შეძლება იყოს უმნიშვნელო ნალექი 9-ში და 11 რიცხვებში. ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს  და 12 თებერვლამდე ცალკეულ დღეებში შესაძლოა იმერყეოს 19-დან 22 გრადუსამდე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის დღის ტემპერატურა 10-დან 15  გრადუსამდე მოიმატებს და უახლოეს დღეებში იქნება უმეტასად უნალექო ამინდები, მათ შორის დედაქალაქშიც.