"ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კა და მე­გობ­რო­ბა სრუ­ლად გა­მიჯ­ნუ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან" - სოფო ჯაფარიძე ლეგენდარულ წინაპრებზე, ოჯახსა და ცნობილ მეგობრებზე - კვირის პალიტრა

"ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კა და მე­გობ­რო­ბა სრუ­ლად გა­მიჯ­ნუ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან" - სოფო ჯაფარიძე ლეგენდარულ წინაპრებზე, ოჯახსა და ცნობილ მეგობრებზე

არქივი, 2021 წელი

პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი სოფო ჯაფარიძე საზოგადოებამ სოციალური პლატფორმა "მედგიდით" გაიცნო. პანდემიის პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებული 5 ათასზე მეტი ადამიანი იყო ქვეყანაში, მათი ნაწილი კი კლინიკაში მოხვედრასაც ვერ ახერხებდა, სოფო და მისი ჯგუფი მათ უანგაროდ ეხმარებოდა...

რამდენიმეთვიანი აქტივობის შემდეგ, სოფო "ნაციონალური მოძრაობის" ახალ სახეებს შორის მოგვევლინა. ამის შემდეგ იყო კრიტიკა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, ამბობდნენ, რომ მას პოპულარობა პოლიტიკაში წასასვლელად სჭირდებოდა. გაჩნდა კითხვებიც, თუ საიდან შოულობდა სოფო ჯაფარიძე პაციენტებისთვის საწოლს, როდესაც ქვეყანაში საწოლფონდის კრიზისი იყო...

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში სოფო ჯაფარიძე გულახდილად გვესაუბრა როგორც მის პოლიტიკაში მოსვლაზე, ასევე ოჯახზე და კარიერაზე.

- ექიმების ოჯახში ხართ დაბადებული... როგორია ბავშვობა, როდესაც ირგვლივ ყველა ექიმია?

- ჩემი ოჯახი ექიმების ოთხ თაობას ითვლის, როგორც დედის ასევე მამის მხრიდან. დიდი ბაბუა აკაკი ჯაფარიძე სვანეთში პირველი კლინიკის დამაარსებელი იყო და დღემდე ახსოვს სვანეთს მისი დიდი ექიმობა და დიდებული კაცობა. ბაბუა პროფესორი ქართლოს ჯაფარიძე წლების განმავლობაში იყო ჯერ ლიკანის და შემდეგ მეცხრე საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

ჩემი გამზრდელი ბაბუა პროფესორი, აკადემიკოსი ვახტანგ ყიფიანი იყო. იგი ათეულობით წელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. ბებია ცისანა ყიფიანი ინფექციონისტია, რომელიც დღემდე აქტიურად მუშაობს. დედა ნინო ყიფიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორია.

უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. გავიზარდე ბებიების და ბაბუების კალთაში და გამომდინარე მათი პროფესიიდან, ჩვენს ოჯახში მრავალი თაობის საუკეთესო ექიმები ირეოდნენ, თამამად ვიტყვი რომ გავიზარდე ბაბუაჩემის უნიკალურ სამედიცინო ბიბლიოთეკაში.

ბიოლოგიური მამა აკაკი ჯაფარიძე 33 წლის ასაკში ექიმების შეცდომით და დაუდევრობით დამეღუპა. გამზარდა ზურა კობახიძემ, რომელიც ჩემთვის მამაზე მეტია, მისთვის მე ერთადერთი შვილი ვარ.

- თქვენი ბაბუა ვახტანგ ყიფიანი სამედიცინო წრეებში ლეგენდაა და მისი სახელი ყველას გაუგია, როგორ გაიხსენებთ მასთან ურთიერთობას?

- გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ვახტანგ ყიფიანი მართლაც ლეგენდაა. იგი ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი და მესაიდუმლე იყო. რამდენიმე წელია რაც აღარ მყავს და ვერასოდეს შევავსებ იმ სიცარიელეს, რომელიც დამიტოვა. მისი აღზრდილია საქართველოში თაობები და ის ადამიანები, რომლებმაც შემაძლებინეს შემექმნა "მედ გიდის" ისტორია, ფასდაუდებელია მისი მეცნიერული მოღვაწეობა.

უბრალოდ ვერც წარმომედგინა, რომ სხვა პროფესია შეიძლებოდა ამერჩია, დაბადებიდან ჩემთვის გამჯდარი იყო ის რომ მედიცინაში უნდა მემსახურა.

- მეუღლე როგორ გაიცანით, რამდენად ახლოს არის პროფესიულად თქვენს საქმიანობასთან?

- მეუღლე გავიცანი საერთო მეგობრების წრეში. არანაირი შეხება არ აქვს ჩემს საქმიანობასთან, მაგრამ ძალიან მოსწონს რასაც ვაკეთებ.

- სამი შვი­ლი გყავთ, ვა­ჟე­ბი. მოგ­ვი­ყე­ვით, მათ შე­სა­ხებ, რო­გორ ახერ­ხებთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და დე­დო­ბა ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სოთ...

- მყავს 11 წლის ვაკი, 5 წლის ზუკა და 1 წლის ვა­ხუ­ნა. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, რომ მათ­თან დიდი დრო დავ­ყო, თუმ­ცა ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბოლო დროს საკ­მა­რის დროს ნამ­დვი­ლად ვე­ღარ ვუთ­მობ, მეხ­მა­რე­ბა ორი სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნი და ვარ ძა­ლი­ან მშვი­დად.

- სოფო, თქვენს მე­გობ­რებ­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია - პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია, პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე ოჯა­ხით...

- მე მყავს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი და ამა­ყი ვარ იმით, რომ გვერ­დით მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი არ­მია მიდ­გას მათი სა­ხით. არა­სო­დეს ამირ­ჩე­ვია და გა­მო­მირ­ჩე­ვია მე­გობ­რე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა რა­ი­მე ნიშ­ნით. გააგრძელეთ კითხვა