"არ ვაპირებთ 10 შვილზე გაჩერებას, 105 გვინდა" - ბათუმში მცხოვრები თურქი ბიზნესმენის უცნაური ახირება - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებთ 10 შვილზე გაჩერებას, 105 გვინდა" - ბათუმში მცხოვრები თურქი ბიზნესმენის უცნაური ახირება

"10 შვილი გვყავს და გვინდა 105 გვყავდეს" - თურქი ბიზნესმენი ბათუმში სუროგატი დედების წყალობით ოჯახურ იმპერიას აშენებს

ამ ამბავს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რუსული ინტერნეტგამოცემა წომან.რუ ავრცელებს. თავისთავად ამბავიც საინტერესოა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში რომ ხდება, ორმაგად საინტერესოა და ბევრ შეკითხვასაც აჩენს...

"ადამიანებს სხვადასხვანაირი ოცნებები აქვთ, ზოგს სურს, რომ მათი ძალები და შესაძლებლობები გაიზარდოს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ცოლ-ქმარი გეგმავს, რომ 105 შვილი ჰყავდეს? კრისტინა და გალიფი უკვე 10 ბავშვს ზრდიან, რომლებიც სუროგატი დედებისგან გაუჩნდათ და გაჩერებას არ აპირებენ.

კრისტინა გაგარკინას ისტორია კინოს ჰგავს. მარტოხელა დედა მოსკოვიდან ცხოვრებაში პირველად წავიდა ზღვაზე დასასვენებლად და პირველივე საღამოს რესტორანში საქართველოში მცხოვრები ცნობილი თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი გაიცნო.

"ჩემი ცხოვრების მეგზური, ზღაპრული პრინცი", - ასე უწოდებს კრისტინა ქმარს. გალიფი იმ საღამოს გახსენებისას ამბობს, რომ ქალი ერთი ნახვით შეუყვარდა.

"ისეთი მსუბუქია, სულ ღიმილი აქვს სახეზე, დროდადრო მორცხვი და იდუმალი ხდება. ისეთი ცოლია, როგორიც მინდოდა. მე მასში შეუფასებელი ბრილიანტი დავინახე. სუფთა და კეთილი გული აქვს", - ამბობს ის კრისტინაზე.ბიზნესმენი ბათუმში წარმატებული და ძვირად ღირებული სასტუმროს მფლობელია და ასევე სხვა ბიზნესსაქმიანობებსაც ეწევა.კრისტინამ და გალიფმა გადაწყვიტეს, რომ კავშირი გაემყარებინათ და ბევრი ბავშვის მშობლები გამხდარიყვნენ. ვინაიდან ერთი ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის შეუძლებელი იყო ათობით ბავშვის გაჩენა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სუროგატი დედები ეპოვნათ.

ფინანსურად არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, უბრალოდ ამ საქმეს სწორი ორგანიზება სჭირდებოდა და კრისტინამაც გაართვა თავი. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ 10 შვილი ეყოლათ და გაჩერებას არ გეგმავენ. ქალი საკუთარი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას:

"ახლა 10 შვილი გვყავს და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. ყველაზე პატარა 2021 წლის იანვრის ბოლოს გაჩნდა, ხოლო ჩემი უფროსი შვილი 6 წლისაა. დანარჩენი ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, თუმცა სუროგატი დედებისგან გვყავს. ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ. არ ვაპირებთ 10 შვილზე გაჩერებას, თუმცა ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს თავის დრო აქვს. ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ... გააგრძელეთ კითხვა