როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება - კვირის პალიტრა

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება

"თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიდპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: