"ჩემი სახლიდან თვალცრემლიანი ლამაზი ქალი არ გასულა და არც ახლა გავაო" - როგორ აჩუქა უშბა თავადმა დადეშქელიანმა ფროილაინ ცენცი ფიკერს
"ჩემი სახლიდან თვალცრემლიანი ლამაზი ქალი არ გასულა და არც ახლა გავაო" -  როგორ აჩუქა უშბა თავადმა დადეშქელიანმა ფროილაინ ცენცი ფიკერს
ამ დღეებში გერგეტის მყინვარიდან მაშველებმა დაახლოებით 40 წლის წინ გარდაცვლილი ალპინისტი ჩამოასვენეს, რომელიც არავინ იცის, ვინ არის. მთამსვლელთა­ ფედერაციაში ამბობენ, რომ ალპინისტი, ალბათ, უცხოელია...

უშბამ მხოლოდ 2013 წელს "გამოაჩინა" 1974 წელს დაღუპული ლეგე­ნდარული ხორვატი მთამსვლელის, ნენად ჩულიჩის ცხედარიც. მას სამშობლოში ისევ ელოდა მეუღლე... ფედერაციაში ამბობენ, რომ ყოველწლიურად კავკასიონზე ორი-სამი ალპინისტი იღუპება,­ რომლებიც შეიძლება ყინულის აკლდამე­ბში ათეული წლების მანძილზე დარჩნენ. გამონაკლისი­ მხოლოდ ქართველები არიან. ყველა მათგანი­ ჩამოსვენებულია მთიდან, გარდა 1961 წელს
დაღუპული ილია გაბლიანისა. ის დღესაც ტიან-შანში, გამარჯვების პიკის 7000 მეტრზე განისვენებს. მთების ბედისწერამ შეიწირა გეოლოგისა და ჟურნალისტის, ივანე ჯაფარიძის ბიძები - სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეები. ივანე­ მათმა დამ, მსოფლიოს პირველმა მთამსვლელმა ქალმა, ალექსანდრა ჯაფარიძემ გაზარდა. ივანეს არასოდეს უნახავს, როგორ ტიროდა მამიდა ძმების გამო, სამაგიეროდ, მუდამ
გრძნობდა მის ტკივილს. ალექსანდრა ასეთი იყო, - ფოთოლივით მსუბუქი და ქვასავით ძლიერი, თუმცა რაღაცაში მაინც სუსტი აღმოჩნდა - ძმისშვილს სთხოვა, სანამ მე ცოცხალი ვარ, მთაში არ წახვიდეო, თუმცა ამაოდ.

ივანე ჯაფარიძე:

- მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მწვერვალი დამილაშქ­რავს, წინაპრების შემხედვარე თავს ალპინისტს მაინც ვერ ვუწოდებ.­ ჩემი მოვალეობა­­ მთების წინაშე, ალბათ, იმით მოვიხადე, რომ ჯაფარიძეთა ოჯახის უზარმაზარი არქივი მოვაწესრიგე და მთის ზოგიერთი­ საიდუმლოც გულში სამუდამოდ ჩავიმარხე.­ არის ისეთი რამ, რაც არც ითქმება და არც დაიწერება. მთებისთვის შეწირული ჩვენი ბიჭების ვინაობა მოვი­კვლიე და თითქოს გული დავიმშვიდე. დაახლოებით 90 წლის განმავლ­ობაში 48 მთამსვლელი გვყავს დაღუპული. ყველა რჩეული იყო და ამ ტრაგედიებს მთელი ქვეყნის­ გლოვა­ ახლდა. რაც შეეხება მამიდაჩემს, 50 კგ-ს არასოდეს ასცდენია და ვერ წარმომედგინა,­ როგორ უნდა წამოეკიდებინა კლდეებზე 25-კილოგრამიანი­ ალპინი­სტის ჩანთა, მაგრამ ეს მანამდე იყო, ვიდრე მისი აკრძალვის მიუხედავად, მთისკენ არ გავიწიე. მარტო არაფრით გამიშვა. ჯერ მთხოვა, პირობა მომეცი,­ რომ მთაში არ წახვალო, მაგრამ რომ ავჯანყდი, უკვე 70 წელს მიტანებული მწვერვალისკენ თავად წამიძღვა.­ სწორედ­ იქ დავინახე, მამიდაჩემს, რომელიც ასაკიანი და დაღლილი­ მეგონა, მთის დანახვაზე რა დაემართა! ჯერ კარვის გარეთ უშბას ჩუმად დაუწყო­ ლაპარაკი, მერე კი მწვერვალისკენ "გაფრინდა". მაშინ მივხვდი, რატომ არასოდეს ტიროდა. არც მაშინ უტირია, როდესაც 12-წლიანი ძებნის­ შემდეგ მისი ძმა, უშბაზე დაღუპული ალიოშა­ იპოვეს. გაქვავებული დასცქეროდა­ ძმის ნეშტს...

თავად ალიოშა იმიტომ წავიდა თეთნულდზე, რომ იქ უფროსი ძმა, სიმონი დაეღუპათ. ის გიორგი ნიკოლაძესა და პიმენ დვალთან ერთად ადიოდა მწვერვალზე. სიმონი და პიმენი დაიღუპნენ, მხოლოდ გიორგი გადარჩა. სიმონის უბედურებამ ალიოშას მთაში წასვლა დააჩქარა­. ის 1945 წელს დაიღუპა უშბა-შხელდის ტრავერსზე, მწვერვალიდან მწვერვალზე გადასვლისას. ჯოჯოხეთური ამინდი დაემთხვა,­ ორი კვირა გადაუღებლად თოვდა და ქარიშხალი მძვინვარებდა. მესტიაში ხეები ფესვებიანად დაგლიჯა. მშიერი, დასუსტებული ალპინისტები უშბიდან ვეღარ დაეშვნენ­ და ორი კვირა მწვერვალზე გაატარეს. მერე მათ მისაშველებლად ხალხი წავიდა. მაგრამ ზემოთ რაღაც წერტილები შენიშნეს, თქვეს, ბიჭები ცოცხლები არიან და ეშვებიანო და გახარებულები დაბრუნდნენ უკან. ამასობაში ორი კვირის ნათოვი­ ზვავი მოწყდა და ალიოშა მეგობრებიანად­ დამარხა. მამიდაჩემი მას გამუდმებით ეძებდა.­ იმედი ჰქონდა, რომ როცა იპოვიდა, ისეთივეს ნახავდა, როგორიც დაკარგა - ყინული ხომ უცვლელად ინახავს ადამიანს, მაგრამ ამაოდ. ყინულის მდინარემ ბიძაჩემი 12 წლის შემდეგ გამორიყა. მხოლოდ ჩონჩხი­ იყო, მოჭრილი ფეხის თითებით იცნეს, რომელიც პამირზე ასვლისას მოეყინა...

დიდი ტრაგედია, რომელმაც მართლაც მთელი საქართველო შეძრა, იყო მწვერვალ "გამარჯვებაზე" ილია გაბლიანის, თემურ კუხიანიძისა და ჯუმბერ მეძმარიაშვილის დაღუპვა. ილია 7000 მეტრ სიმაღლეზე გარდაიცვალა. ყინვისგან დაუძლურებული და ხელფეხმოყინული მეგობრები, ცხადია, მის ჩამოსვენებას ვერ შეძლებდნენ (ამისთვის 20-25 კაცი მაინც არის საჭირო), ამიტომ კარავში შეახვიეს, ყინულის გამოქვაბულში შეასვენეს და ჯიბეში წერილი ჩაუდეს, გვაპატიე მეგობარო, ახლა შენს წაყვანას ვერ შევძლებთ, მაგრამ აუცილებლად წაგიყვანთო,­ თავად კი დაეშვნენ. დაშვებისას ჯერ თემურ კუხიანიძე დაიღუპა, მერე კი - ჯუმბერ მეძმარიაშვილი... 1966 წელს კიდევ ერთი ექსპედიცია წავიდა ილიას ჩამოსასვენებლად, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწიეს - შეტყობინება მიიღეს, რომ გვერდით სხვა ექსპედიცია იყო საფრთხეში და მათ გადასარჩენად დაიძრნენ. შემდეგ ამინდი გაუარესდა და უკან ხელცარიელი გამობრუნდნენ. ამ ექსპედიციას მიშა ხერგიანი მეთაურობდა.­ რომელსაც სვანები გულდაწყვეტილნი შეხვდნენ, რატომ არ ჩამოგვიყვანე ილიაო...

2002 წელს ილიკოს ჩამო­სვენება ალპინისტების ახალმა­ თაობამ მოინდომა. ბენო ქაშაკაშვილმა ხუთი კაცი გაიყოლა, მაგრამ არც ამ ბიჭებს­ გაუმართლა - ექვსი კაცით ამ მისიის შესრულება ვერ შეძლეს, თუმცა ამბავი ჩამოიტანეს და მეგობრების წერილიც ნახეს ილია გაბლიანის ჯიბეში... ალპინისტთა შორის ყველაზე მაღალი, ყველაზე დიდებული აკლდამა 7000 მეტრზე ილია გაბლიანს აქვს. დაე, იქ იყოს, რომ მის სიმამაცეს მუხლი მოუყარონ ალპინისტთა ახალმა თაობებმა.­ ეს, ალბათ, ალპინისტისთვის ყველაზე დიდი პატივია...

- როგორც ამბობენ, ქართველ ალპინისტთა ყველაზე დიდი "მწვერვალის" ჩამოქცევა 1984 წელს ალპინისტთა რჩეული ექვსეულის დაღუპვა იყო - ირაკლი გელდიაშვილის, გოგი ზუმბაძის, დავით თარხნიშვილის, დათო კობახიძის, გია ტუშურისა და მურად ჭიჭინაძის.
- მათი დაღუპვის შემდეგ გაწყდა წელში ქართული ალპინიზმი. ისინიც ზვავმა იმსხვერპლა უშბიდან დაშვებისას... ამის შემდეგ, 2005 წელს, უშბაზე ზაალ ქიქოძე და მერაბ ხაბაზი დაიღუპნენ.

- და მაინც, მწვერვალებზე კვლავ ადიან.­ 2012 წელს უშბაზე უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა, რომელიც 2016 წელს იპოვეს. ამავე წელს - კიდევ ოთხი გერმანელი. რა არის მთაში ასეთი, რის გამოც ასე რისკავენ?
- შესაძლოა, სცადო ამ განცდის სიტყვებით აღწერა, მაგრამ მაინც ვერ გადმოსცემ, უშბის სილამაზე კი მართლაც მომნუსხველია... 1903 წელს სვანეთში გერმანელი მკვლევარი და მთამსვლელი, დოქტორი ვილი რიკმერსი ჩავიდა უშბის დასალაშქრავად. მის ჯგუფში­ იყო ავსტრიელი მთამსვლელის,­ ფონ ფიკერის მომხიბვლელი და, ცენცი ფონ ფიკერი. ჯგუფი უშბაზე ადიოდა, როდესაც ერთ-ერთი ალპინისტი დაუშავდათ. ის უკან გამოაბრუნეს და თან ცენცი გამოაყოლეს. ამის შემდეგ სტუმრებს სვანეთის მთავარმა თარხან დადეშქელიანმა უმასპინძლა. მას არ გამოჰპარვია ცენცის ცრემლიანი თვალები და მიზეზი ჰკითხა. ცენციმ უპასუხა, უშბაზე ასვლა ჩემი ოცნება იყო, ვერ ავედი და იმიტომ ვტირიო.

მაშინ თავადმა მსახურს სიგელი მოატანინა და ზედ წააწერა: "მე, თავადი დადეშქელიანი, ვჩუქნი დღეს ფროილაინ ცენცი ფონ ფიკერს მთა უშბას". ამის მომსწრე სვანები გადაირივნენ, თავადს წასჩურჩულეს, რას შვრები, ეს როგორ შეიძლებაო, მაგრამ მან არხეინად მიუგო, ჩემი სახლიდან თვალცრემლიანი ლამაზი ქალი არ გასულა და არც ახლა გავა. დაე, ყველამ­ იცოდეს, რომ ქალის ცრემლებს­ ვაფასებ, უშბას კი ეგ ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებსო. არსებობს ექსკლუზიური ფოტო, რომელზეც ავსტრიელი ქალბატონის სილამაზე განსაკუთრებულად ჩანს. იქვეა ამაყად მიწოლილი დადეშქელიანი, რომელმაც თავადური "საჩუქრით" ლამაზი ქალის გული მოიგო. თავად ცენცი ამ ამბიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შემთხვევით შეხვდა ქართველებს და ეს ამბავი ლეგენდად დაუტოვა.
მკითხველის კომენტარი (4)
თამაზ
25 თებერვალი 2021 01:58
თანაც უცხოელებს!
ჯიჯი
24 თებერვალი 2021 20:58
რა ფანფარონი ქლიავებიც ვიყავით იგივეები დავრჩით! თუმცა გაუარესებულ ვარიანტში..
uuu
24 თებერვალი 2021 20:23
ქართული დამღუპველი არხეინობის კიდევ ერთი მაგალითი. გენეტიკა გვაქვს ეგეთი. გვეშველება რამე?
ზურა
24 თებერვალი 2021 16:23
რავა ყველას ყველაფერს ვჩუქნით
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები