ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს
ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს
ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს.

ამ ფორმით ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უცხადებენ სოლიდარობას.

როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ისინი უშუალოდ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივლენ, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული.

"მივალთ რუსთავის ციხესთან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჩვენი პარტიის ლიდერი უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული. ათეულობით მანქანისგან შემდგარი კოლონა სიგნალებით წავა რუსთავში და იქ შეძახილებით სოლიდარობას და მხარდაჭერას
გამოვუცხადებთ ჩვენს მეგობარს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გათავისუფლდება და პოლიტიკურ ბრძოლაში კვლავ ჩაებმება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელია გუშინ დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

ლია
24 თებერვალი 2021 22:09
მახათები, არ გჭირდებათ უსაქმურებო? ნეტა არ წოწიალობდეთ, წინ და უკან. ხალხი დაგცინით უკვე თქვე საცოდავებო! სადამდე უნდა აააქოთოთ, თბილისის ქუჩები? ხომ ხედავთ ხალხი არ დგას თქვენს გვერდით. დავით გარეჯზე იყავით ასე "მამაცები" ერთხელ რომ არ ახსენებთ, ან საერთდ გაინტერესებთ, ქართული ეროვნული ღირებულებები? ვაი მართლა თქვენს პატრონებს, ასეთი ბედოვლათებისთვის.
misha
24 თებერვალი 2021 16:23
აბა ჰე და აბა ჰო,თქვენ იცით ბიჭებო იმედია საქმეს არ გააფუჭებთ.
მელქისედეკი
24 თებერვალი 2021 14:58
და რა მერე ზაალ ? წადით , კომენდანტის საათმა არ მოგისწროთ , მაინც გაფრთხილებთ :)

რუბრიკის სხვა სიახლეები